დაკარგული ტყუპი ძმები ქობულეთში იპოვეს | Allnews.Ge

დაკარგული ტყუპი ძმები ქობულეთში იპოვეს

14 წლის ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები, რომლებსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, ქობულეთში იპოვეს. ამის შესახებ ტყუპების ძმა ბაკურ ცანავა "ფეისბუქზე" წერს.

"ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ტყუპები ნაპოვნები არიან, კარგად არიან და სახლისკენ მოჰყავთ უკვე", - წერს ბაკურ ცანავა.

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული ძმების სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებდნენ, ნიკა და ლუკა ცანავები სახლიდან 12 ივლისს გავიდნენ. ბოლოს ისინი ავლაბრის მეტროსთან სამარშუტო ტაქსის მძროლმა ნახა, ამის შემდეგ ტყუპების კვალი დაიკარგა.

myquiz