რა შემთხვევაში შეიძლება წყლის პლასტმასის ბოთლის განმეორებით გამოყენება? | Allnews.Ge

რა შემთხვევაში შეიძლება წყლის პლასტმასის ბოთლის განმეორებით გამოყენება?

ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად წყურვილის სურვილი სულ უფრო მეტად იმატებს. როდესაც დღის უდიდეს ნაწილს სახლის გარეთ ვატარებთ, ბევრ ჩვენგანს კი საოფისე სამუშაო სულაც არ გვაქვს, პლასტიკის ბოთლით წყლის ტარება დიდ კომფორტს გვიქმნის.

მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე ბოთლში წყალს რამდენჯერმე ვავსებთ ან სულაც მთელი კვირის განმავლობაში ვიყენებთ. მიზეზი შეიძლება გარემოზე ზრუნვაც იყოს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენს ბიუჯეტს ვუფრთხილდებით. თუმცა, ხომ არ გვნებს რამდენჯერმე გამოყენებული პოლიეთილენის ბოთლი?

პლასტმასის წყლის ბოთლები პლიეთილენის ტერეფტალატისგან მზადდება, ტერეფტალატი კი ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ განმეორებითი გამოყენებისთვის გამოსადეგად აღიარა, რაც კარგი ნიშანია.

თუმცა, მეწარმეები პლასტმასის ბოთლებს ერთჯერადი გამოყენებისთვის ამზადებენ, ამიტომ მისი მრავალჯერადი გამოყენებისას ორი სცენარი შეიძლება განვითარდეს - გამოიყოს ქიმიური ნივთიერებები ან დაგროვდეს ბაქტერიები.

არსებული მონაცემებით, ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა იმდენად მცირე რაოდენობით ხდება რომ შეიძლება არ ვიღელვოთ.

არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცხრა სხვადასხვა ბრენდის პლასტმასის ბოთლები შეაგროვეს და შეამოწმეს, რამდენ სტიბიუმს გამოყოფს თითოეული მათგანი.

სტიბიუმი პლასტმასის ბოთლების წარმოებაში აქტიურად გამოიყენება. ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის საგენტოს რეკომენდაციით მისი რაოდენობა მილიარდის მეექვსედს არ უნდა აჭარბებდეს.

კვლევის მიმდინარეობის მესამე თვეს სტიბიუმის რაოდენობა დადგენილზე მნიშვნელოვნად მცირე იყო.

შესაბამისად ცხადია, რომ ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა და ამ მხრივ ჯანმრთელობის დაზიანება გამორიცხულია, თუმცა იმავეს ვერ ვეტყვით ბაქტერიების დაგროვებასა და გამრავლებაზე.

ექსპერტები პლასტმასის ბოთლის ჭურჭლის სარეცხი საშუალებითა და ცხელი წყლით გარეცხვის რეკომენდაციას მისი ყოველი გამოყენების შემდეგ იძლევიან. სპეციალისტების თქმით, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პლასტმასის ბოთლი იმდენჯერ რამდენჯერაც გვსურს, მაგრამ მისი სისუფთავე აუცილებლად უნდა დავიცვათ.

myquiz