ხვალ საქართველოში მიმდინარე სეზონზე ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდება | Allnews.Ge

ხვალ საქართველოში მიმდინარე სეზონზე ყველაზე ცხელი დღე დაფიქსირდება

4 ივლისი მთელ საქართველოში ყველაზე ცხელი დღე იქნება, რაც ამ სეზონზე ყოფილა, - ამის შესახებ Allnews.ge-ს "გარემოს ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენელმა, ნინო წვერავამ განაცხადა.

მისი თქმით, 3-4 ივლისს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 3 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 35-40ºC-ს მიაღწევს. აღმოსავლეთ საქართველოშიც კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ბარში 34-39ºC-დე დაფიქსირდება. დღე თბილისშიც უნალექოდ ჩაივლის და 37ºC დაფიქსირდება," - განმარტავს სინოპტიკოსი.

რაც შეეხება ხვალინდელ პროგნოზს, 4 ივლისსაც უნალექო ამინდი დაფიქსირდება, თუმცა ტემპერატურა 42 გრადუსამდე აიწევს.

"ვფიქრობთ, რომ ყველაზე მაღალი ტემპერატურა 42ºC, კოლხეთის დაბლობში იქნება. ზოგადად, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დღისით 34-39ºC, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 35-40 გრადუსამდე აიწევს, თბილისში კი 39ºC-მდე სითბოა მოსალოდნელი. ხვალ არის ყველაზე ცხელი ამინდი," - აღნიშნავს ნინო წვერავა.

 

32.5 გრადუსის ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს

myquiz