ირანის პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს | Allnews.Ge

ირანის პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს

ირანის პარლამენტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, - აღნიშნულის შესახებ სააგენტო თასნიმ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში სროლა გრძელდება, რამდენიმე ადამიანი მძევლად არის აყვანილი.

ავრცელებული ინფორმაციით, ოთხი თავდამსხმელი ბლოკირებულია. როგორც ცნობილი გახდა, ოთხი უცნობი შეიარაღებული პირი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე პარლამენტში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

ამ მომენტისთვის მათი დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.

 

თეირანში, იმამ ხომეინის მავზოლეუმზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა

myquiz