დღეში რამდენჯერ და როდის უნდა ვიკვებოთ, რომ ორგანიზმი არ დავაზარალოთ - იხილეთ ენდოკრინოლოგის რჩევები | Allnews.Ge

დღეში რამდენჯერ და როდის უნდა ვიკვებოთ, რომ ორგანიზმი არ დავაზარალოთ - იხილეთ ენდოკრინოლოგის რჩევები

დაბალანსებული კვება თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, საოფისე სამუშაო, ფასტ-ფუდი, დაგვიანებული ვახშამი - სხვადასხვა მიზეზის სწორად კვებას იშვიათად თუ ვახერხებთ.

როგორ, რამდენჯერ და როდის უნდა ვიკვებოთ, რომ ორგანიზმი არ დავაზარალოთ - ამ საინტერესო საკითხებზე AMBEBI.GE-ს ქეთევან ასათიანი ესაუბრება, ენდოკრინოლოგი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი:

- როგორი უნდა იყოს საუზმე. რა აუცილებელი პროდუქტი უნდა მივიღოთ დილას?

- საუზმე სავალდებულოა, თუმცა დილით მისართმევი პროდუქტების საგანგებო ჩამონათვალი არ არსებობს. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუზმე კალორიულობის თვალსაზრისით, შესაძლოა ყველაზე მეტად "დატვირთული" იყოს დღის განმავლობაში სადილთან და ვახშამთან შედარებით.

- საუზმიდან სადილამდე რისი მიღებაა სასურველი? ვთქვათ, ხილის თუ უმი ბოსტნეულის?

- ეს შემადგენლობაც ინდივიდუალურია. დასაშვებია როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის ან რძის პროდუქტის მირთმევა. ასე, მაგალითად, 200-300 გრ. ხილი ან 200 გრ. ხაჭო ან 500 მლ კეფირი ან მაწონი ან უცხიმო იოგურტი, შესაძლოა ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთისა და ლიმონის მოსასხმელით.

- ე.ი. სადილი მსუყე არ უნდა იყოს და აუცილებელია თუ არა წვნიანის მიღება?

- არსებობს გამოთქმა: საუზმე თავად მიირთვი, სადილი გაუყავი მეგობარს, ხოლო ვახშამი უწილადე მტერს. აქედან გამომდინარე, სადილად შესაძლოა, მიირთვათ ბოსტნეულის წვნიანი (რომლის მირთმევაც სასურველია, ზამთარში სასიამოვნოც არის) ან ხორციანი კერძი, რომლის გარნირი ბოსტნეულის სალათი იქნება, ასევე პურის 1-2 თხელი ნაჭერი (სასურველია წინა დღის და არა ახლადგამომცხვარი).

- პროდუქტები მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვებისთვის კვირის განმავლობაში უნდა გადავანაწილოთ, თუ ეს ერთ დღეში უნდა შევძლოთ?

- იდეალურია დღის განმავლობაში დაბალანსებული კვების რაციონი - ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, მიკროელემენტები, წყალი ზომიერად, რაციონალურად განაწილებული, სულ მცირე, ოთხ მირთმევაზე. იხილეთ სრულად

myquiz