მამა გიორგი მამალაძე არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს | Allnews.Ge

მამა გიორგი მამალაძე არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს

არც ერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

როგორც Allnews.ge-ის კორესპონდენტი პროცესიდან იუწყება, მოსამართლემ დეკანოზს ბრალი განუმარტა და დაადგინა მისი ვინაობა. ბრალდების განმარტებისას კი ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

ამ წუთებში ბრალდების მხარე პროცესის დახურვის შუამდგომლობას აყენებს.

პროკურორი - ბრალდების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით მუქარისშემცველი ზარი განხორციელდა

myquiz