დღეიდან დედაქალაქის სისუფთავეზე ქვეითი ინსპექტორები იზრუნებენ | Allnews.Ge

დღეიდან დედაქალაქის სისუფთავეზე ქვეითი ინსპექტორები იზრუნებენ

თბილისში, დღეიდან, 3 აპრილიდან "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები გამოჩდებიან, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმებენ.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, პირველი ორი კვირის განმავლობაში, ინსპექტორების გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

myquiz