"800 ათასის ლარის ნივთი დაგვეწვა" - რას ყვება ერთ-ერთი დაზარალებული | Allnews.Ge

"800 ათასის ლარის ნივთი დაგვეწვა" - რას ყვება ერთ-ერთი დაზარალებული

"ბავშვთა სამყაროსთან" ხანძარი ლოკალიზებულია. მოვაჭრეები საკუთარ ზარალზე საუბრობენ. ვერცხლის საბითუმო მაღაზიის მფლობელის თქმით, ხანძრით მიყენებულმა ზარალმა 800 ათასი ლარი შეადგინა.

მაღაზიის დაზარალებული მფლობელი ვარაუდობს, რომ ხანძრის შედეგად არაფერი გადარჩებოდა, თუმცა საკუთარ მაღაზიაში შესვლის უფლებას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ აძლევენ.

"ეთქვათ და ჩვენს საქონელს მაინც გადავარჩენდით" - მოვაჭრეების თქმით, ხანძარი განგებ არის გაჩენილი

"05:15 საათზე მომივიდა ობიექტზე განგაშის შეტყობინება, დაცვის პოლიცია დგას ობიექტზე, სამჯერ რომ მოვიდა განგაშის შეტყობინება, შემდეგ დაცვის პოლიციამ დაგვირეკა და ხანძრის შესახებ შეგვატყობინა.

10 წუთში მოვედით და შიგნით იმხელა კვამლი იდგა, რომ ვერ შევიდოდი.

05:30 საათზე უკვე აქ ვიყავით, გადამწვარს ვერ ვიტყვი, უკან არჩევანის მხარეს ეკიდა ცეცხლი და შიგნით იყო კვამლი ბირჟაზე. თქვეს რომ "არჩევნის" ბაზრიდან მოდიოდა ცეცხლი. შიგნით ჯერ არავის უშვებენ. მე არ მგონია რომ გადარჩეს ჩემი საქონელი, დამდნარს თუ ამოვიღებთ რამეს, მაგრამ ეგ არის მიზერული, 800 ათასის ლარის ნივთი დაგვეწვა, რადგან ჩვენ გვქონდა ვერცხლის საბითუმო მაღაზია. იმპორტიორი კომპანია ვართ და სხვებს ვერცხლით ვამარაგებთ. ძალიან რთული სიტუაცია იყო. ადმინისტრაციასთან არანაირი კონტაქტი არ გვქონია, არავინ მოსულა და არაფერი უთქვამს ჩვენთვის"- განმარტა დაზარალებულმა Allnews.ge-სთან საუბარში.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz