"ეთქვათ და ჩვენს საქონელს მაინც გადავარჩენდით" - მოვაჭრეების თქმით, ხანძარი განგებ არის გაჩენილი | Allnews.Ge

"ეთქვათ და ჩვენს საქონელს მაინც გადავარჩენდით" - მოვაჭრეების თქმით, ხანძარი განგებ არის გაჩენილი

ბავშვთა სამყაროში მოვაჭრეები ხანძრის გაჩენისას შემთხვევითობას გამორიცხავენ და პირად ინტერესებზე ხმამაღლა საუბრობენ, თუმცა ვის ინეტერსებში შედიოდა მსგავსი ქმედება დაზარალებულები არ აკონკრეტებენ. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა სამყაროს ხანძარი იმიტომ გაუჩინეს, რომ მის ადგილას სხვა ნაგეგობის დადგმა სურდათ.

"სპეციალურად დაწვეს, ამას ვიტყვი, ესე ერთნაირად როგორ უნდა დამწვარიყო ყველაფერი.

გავუბედურდით ხალხი გაგვანადგურეს, სიტყვებიც არ გვყოფნის, ამ ცეცხლის ლოკალიზება როგორ ვერ მოხერხდა 3 საათიდან"- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ფოტორეპორტაჟი დამწვარი ბავშვთა სამყაროდან

"ეთქვათ და დავტოვებდით ტერიტორიას, არაფერი არ უთქვამთ. ეთქვათ და ჩვენს საქონელს მაინც გადავარჩენდით"- განმარტა კიდევ ერთმა დაზარალებულმა.

ბავშვთა სამყაროს დირექტორი მეხანძრეებს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ხანძრის ჩაქრობის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებს.

"მოვალეობის მოხდის მიზნით არიან ეს მეხანძრეებიც მოსულები, აქ არაფერს არ აკეთებენ სეირს უყურებენ"- უკმაყოფილებას გამოთქვამს დირექტორი.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მაშველთა 26 მანქანა მუშაობს.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Fire breaks out in Tbilisi trade center: Latest footage from the site

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz