ალექსანდრე ჯეჯელავამ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა | Allnews.Ge

ალექსანდრე ჯეჯელავამ სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასკოლო ექსკურსია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ის გახდეს ორგანიზებული მეთოდი განათლების მიმართულებით, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად სკოლაში წელიწადში რამდენჯერმე სავალდებულო წესით მიდიან ექსკურსიაზე მოსწავლეები, თუმცა ის არ არის შემეცნებითი ხასიათის, ან მინიმალური შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს. ჯეჯელავას თქმით, ექსკურსიების დროს ძირითადად შემეცნებითი ხასიათის შესაძლოა იყოს შესავალი, ხოლო შემდეგ ძირითადად გრძელდება წახემსებით და ბავშვთა გასართობი თამაშებით.

მინისტრი მიიჩნევს, რომ ექსკურსია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების მიმართულებით ორგანიზებულ მეთოდად უნდა იყოს გამოყენებული. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა ჯანსაღ ცხოვრების წესზეც სკოლაში. მისი თქმით, იგეგმება ჯანსაღი წესის დანერგვა სკოლებში, განსაკუთრებით სოფლის სკოლების დაფინანსება ამ მიმართულებით, სადაც მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი დააფინანსოს.

მინისტრის თქმით, იგეგმება ასევე განვითარება სასკოლო ბანაკების მიმართულებით.

myquiz