თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს | Allnews.Ge

თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს

თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, გარდაცვლილი მშენებარე კორპუსის მუშებმა ორმოში აღმოაჩინეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

შარტავას ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის სარდაფში ნაპოვნი, 16 წლის გარდაცვლილი გოგონას შესახებ დეტალებს ჰყვებიან

myquiz