ხმაური ჯანმრთელობისთვის საშიშია | Allnews.Ge

ხმაური ჯანმრთელობისთვის საშიშია

მკვლევარები ხშირად საუბრობენ ტოქსიკური ნარჩენებით გარემოს დაბინძურებასა და ადამიანზე მათ უარყოფით გავლენაზე. თუმცა, ბევრს ავიწყდება ხმაური, რომელიც დაბინძურებულ ჰაერზე არანაკლებ საშიშია.

ცნობილია, რომ აეროპორტებთან, გადატვირთულ მაგისტრალებთან მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად ავადდებიან ინსულტითა და გულის დაავადებებით. ყოველი დამატებითი 10 დეციბელი ამ რისკს 7-17%-ით ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშით, 55 დეციბელის დონეზე ბგერების ხანგრძლივი ზემოქმედება ხელს უწყობს წნევის მატებასა ან გულის შეტევის პროვოცირებას.

თბილისის ყველაზე დაბინძურებული და ხმაურიანი ადგილები

მეცნიერების აზრით, ხმაური საშიშროების გრძნობას ქმნის, რაც ევოლუციურ მექანიზმს წარმოადგენს. შედეგად გამოიყოფა სტრესის ჰორმონები (ადრენალინი, ნორადრენალინი, კორტიზოლი). აღნიშნული ჰორმონების მაღალი დონე რიგი უსიამოვნო სიურპრიზების მომატანია. მათ შორისაა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, თავის ტკივილი, უძილობა, არტერიული წნევის მატება, უნაყოფობა.

ხმაურით "დაბინძურებას" შეიძლება შევხვდეთ ოფისებში. ქალებს, რომლებიც ღია ტიპის ოფისებში მუშაობენ, აღენიშნებათ ადრენალინის მომატებული დონე და მუშაობის დაქვეითებული მოტივაცია. ასევე ცნობილია, რომ ხმაურიან გარემოში გაზრდილი ბავშვები თანატოლებს ჩამორჩებოდნენ ინფორმაციის დამახსოვრების უნარებში.

ხმაურის შემთხვევაში აღარ დაგვაჯარიმებენ

სიჩუმეში წარმოიქმნება ტვინის ახალი უჯრედები - ჰიპოკამპის ნეირონები, რომელიც მეხსიერებასა და ათვისებაზეა პასუხისმგებელი.

ლალი ჩხიკვაძე

წყარო: mkurnali.ge

myquiz