სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს | Allnews.Ge

სააკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული შეუძლებელია.

"საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს", - დასძენს მიხეილ სააკაშვილი.

myquiz