გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა | Allnews.Ge

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

"პირიმზესთან" გუშინ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც ინგოროყვას კლინიკიდან აცნობეს, აფეთქების შედეგად დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი სახის დაზიანებები აღენიშნება და კლინიკაში გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.

ინგოროყვას კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პაციენტი მკურნალობს. იგი ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებულია. დაშავებულ ქალს ტვინის შერყევა აღენიშნება.

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო - რა ვერსიები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს

გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი სხვა კლინიკებში იყო გადაყვანილი.

გუშინ, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 4 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

myquiz