გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს | Allnews.Ge

გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. მათივე მტკიცებით, ავტომანქანაში გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, მძღოლი.

myquiz