"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცის ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს | Allnews.Ge

"სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცის ვალია" - ბარაკ ობამა ფემინიზმზე საუბრობს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საკუთარ თავს ფემინისტად მიიჩნევს - ამის შესახებ მან ჟურნალ "გლამურისთვის" დაწერილ სტატიაში ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, სექსიზმთან ბრძოლა ყველა მამაკაცია ვალია.

ობამას განმარტებით, მსგავსი დამოკიდებულების მიზეზი, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები არიან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები სწორედ ქალები იყვნენ.

"ჩემი ერთ-ერთი გმირი კონგრესვუმენი შირლი ჩისჰოლმია.

ის არის პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელიც მმართველმა პარტიამ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. შირლიმ ერთხელ თქვა, " ემოციური, სექსუალური და ფსიქოლოგიური სტერეოტიპების შექმნა იმ მომენტიდანვე იწყება, როდესაც ექიმი ამბობს, - "გოგოა". ჩვენ ვიცით, რომ ეს სტერეოტიპები ქალების თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს, ისინი იწყებენ ფიქრს, რომ თუ სწორად არ მოიქცევიან და შესაბამისად არ გამოიყურებიან, ვინმეზე ნაკლები უფლება ექნებათ.

დისკრიმინაცია სქესის გამო, ანუ რატომ იჩაგრება საქართველოში დასაქმებული ქალი

სინამდვილეში, გენდერული სტერეოტიპები გვეხება ყველას ერთნაირად",- დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

 

მან საკუთარი დედის ღვაწლსა და მიშელ ობამას მიერ გაღებულ მსხვერპლზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კარიერული წინსვლის მიუხედავად, ის ყოველთვის ახერხებდა, მტკიცე და წარმატებული ოჯახის შენარჩუნებას.

"თანასწორუფლებიანობის დროს, ყველა იღებს უფრო მეტ თავისუფლებას",- ასე ხედავს ბარაკ ობამა XXI-ე საუკუნის ფემინიზმის იდეას.

როგორ ერთობიან ბავშვები ამერიკის პრეზიდენტთან ერთად

"პროგრესმა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ უკანასკნელი 100, 50 და თუნდაც 8 წლის განმავლობაში, ჩემი შვილებისთვის ცხოვრება გაცილებით გაამარტივა და ამას მე გეუბნებით არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც ფემინისტი. როდესაც ხარ ორი ქალიშვილის მამა ყველაზე უკეთ იცი, როგორ ზემოქმედებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები მათზე,"- განმარტა ობამამ.

"ის დრო გავიდა, როდესაც ქალები ქმრების საკრედიტო ბარათებზე იყვნენ დამოკიდებულები, ახლა მათ გაცილებით მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა აქვთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ ჯერ ყველაფერი მიღწეული არ არის და ამ მხრივ სამუშაო ბევრია. მისი თქმით, მათ ერთად უნდა შეცვალონ აზროვნება, რომელიც გოგოებს აიძულებს წყნარები იყვნენ, ბიჭებს კი მტკიცე ხასიათისანი.

"ის აზროვნება უნდა შეიცვალოს, რომელიც ჩვენს ქალიშვილებს საკუთარი აზრის გამოხატვას უზღუდავს, ბიჭებს კი ცრემლების დამალვას აიძულებს, უნდა შევცვალოთ ხასიათის ის თვისება, რომელიც ქუჩაში მიმავალი ქალისთის შეურაცხყოფის მიყენებას დასაშვებად მიიჩნევს, უნდა ვასწავლოთ მამაკაცებს არ შეეშინდეთ ქალის წარმატების და წარმატებული მეუღლის. არ უნდა გავჩერდეთ მანამ, სანამ ერთი და იგივე მიზეზის გამო, არ შეწყვეტენ ქალის ჩაგვრას და იმავე მიზეზით მამაკაცს არ დააჯილდოვებენ.

ობამას პრეზიდენტობის 8 წელი და 15 დასამახსოვრებელი კადრი

ბარაკ ობამამ საკუთარი ოჯახის მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ ის და მიშელი შვილებს საკუთარი და სხვა ადამიანების უფლების დაცვას, შეხედულების თამამად გამოთქმასა და უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას ასწავლიდნენ: "და არ აქვს მნიშვნელობა რომელი სქესისა და რასის წარმომადგენელი ხარ" - თვა ობამამ.

ფემინიზმზე საუბრისას აშშ-ს ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი შვილებისთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად ეცოდინებათ რას უნდა ელოდნენ სხვა მამაკაცისგან.

myquiz