როგორ ერთობიან ბავშვები ამერიკის პრეზიდენტთან ერთად | Allnews.Ge

როგორ ერთობიან ბავშვები ამერიკის პრეზიდენტთან ერთად

ბარაკ ობამა კენიელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში, ჰონოლულუში დაიბადა. ადრეული ცხოვრების დიდი ნაწილი მან ჰავაიზე გაატარა.

ექვსიდან ათ წლამდე ჯაკარტაში, დედასთან და ინდონეზიელ მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. 1992 წელს დაოჯახდა და ორი ქალიშვილი ჰყავს.  კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰარვარდის იურიდიული სკოლის კურსდამთავრებული ობამა მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზატორად, უნივერსიტეტის ლექტორად და სამოქალაქო უფლებების ადვოკატად, სანამ ილინოისის სენატში არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, სადაც 1997-2004 წლებში მსახურობდა.

2000 წელს წარმომადგენელთა პალატაში ადგილის მოსაპოვებლად წარუმატებელი კამპანიის შემდეგ, ის 2003 წელს აშშ-ის სენატის ადგილისთვის კამპანიას იწყებს.

მომდევნო წელს, ჯერ კიდევ ილინოისის შტატის კანონმდებელი, ობამა სიტყვით გამოდის ივლისის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე. 2004 წლის ნოემბერში ხმების 70%-ით არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ობამა დემოკრატთა მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატია.

ობამას პრეზიდენტობის 8 წელი და 15 დასამახსოვრებელი კადრი

არცევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, იგი აშშ-ის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. 2012 წელს იგი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად. აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას საპრეზიდენტო ვადა 2017 წლის იანვარში იწურება. ობამას გარემოცვის განცხადებით, შესაძლოა ის ოჯახთან ერთად ნიუ იორკში დაბრუნდეს, სადაც 1980-იან წლებში ცხოვრობდა.

დაწერილი აქვს ორი წიგნი-ბესტსელერი: მისი ახალგაზრდობის მემუარი "ოცნებები მამაჩემისგან" (Dreams from My Father), და "იმედის გამბედაობა" (The Audacity of Hope), პირადი კომენტარი აშშ-ის პოლიტიკაზე.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს ჩატარდება, რა დროსაც შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

წარმოგიდგენთ ბარაკ ობამასა და ბავშვების ერთობლივი გართობის საუკეთესო ფოტოებს.

myquiz