სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს | Allnews.Ge

სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს

დააკავეს არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ აღნიშნული ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი დააკავეს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებენ.

"აღნიშნული პიროვნება დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით. თუმცა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას გირაო შეუფარდა. ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.

კალათბურთის ფედერაცია - ბექა წივწივაძე სლოვენიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ იმყოფება

ბექა წივწივაძე ჩინეთში საქართველოს B ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა. ნაკრები საქართველოში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, კალათბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სლოვენიაში უნდა გაჰყოლოდა, თუმცა, არსებული ცნობით, ის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე არ იმყოფება.

myquiz