როგორ განსხვავდება აპარტეიდის დროინდელი "შავკანიანი" და "თეთრკანიანი" უბნები | Allnews.Ge

როგორ განსხვავდება აპარტეიდის დროინდელი "შავკანიანი" და "თეთრკანიანი" უბნები

თითქმის 50 წლის მანძილზე სამხრეთ აფრიკაში სისტემატური რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.

სიტუაცია 1990-იანი წლების ბოლოს შეიცვალა, როდესაც კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს. თუმცა, ამ დროისთვის აპარტეიდს უკვე კარგად ჰქონდა გადგმული ფესვები. გზები, მდინარეები და ყანები ბუფერულ ზონებად იქცნენ.

თეთრკანიანებისა და შავკანიანების განცალკევების ხარჯზე, მთავრობა ძირძველ აფრიკულ მოსახლეობას განათლებაზე, მაღალ თანამდებობებსა და ქვეყანაში არსებულ რესურსებზე წვდომას უზღუდავდა. ამან მდიდარ და ღარიბ ფენებს შორის კატასტროფული განსხვავება გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი აღარ აღიარებს აპარტეიდს, 50 წლის მანძილზე, მან წარუშლელი კვალი დატოვა ქალაქების იერსახეზე.

2016 წელს ფოტოგრაფმა ჯონი მილერმა კეიპტაუნის აპარტეიდის არქიტექტურის სიმაღლიდან გადაღება გადაწყვიტა.

"ბევრი ღარიბი შავკანიანი ოჯახი დღემდე ქალაქგარეთ მდებარე პატარა ქოხებში ცხოვრობს. მდიდრებმა კი ატლანტის ოკეანის სანაპირო, ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ტყიანი რაიონები დაიკავეს. საინტერესო ისაა, რომ ზოგჯერ ძალიან ღარიბი უბნები ამა თუ იმ მიზეზების გამო მდიდრულ უბნებს შორისაა მოქცეული", - ამმობს მილერი.

მან ასეთი უბნების გადაღება გადაწყვიტა. მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, მილერმა უბნები რასის, შემოსავლის და მშობლიური ენის მიხედვით დაახარისხა. გადაღების შედეგები წარმოუდგენელი აღმოჩნდა.

"ვიცოდი, რომ განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ამდენად დიდი იქნებოდა, სანამ ეს ყველაფერი ზემოდან არ დავინახე", - ამბობს მილერი.

"ადამიანებს ეშინიათ უცხოსი, მათი, ვინც სხვა ენაზე მეტყველებს, აქვს კანის სხვა ფერი და განსხვავებული კულტურა, - თვლის მილერი.  ისტორიისა და გარემოებების გათვალისწინებით, ამ შიშის გაგება შესაძლებელია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს".

myquiz