დიეტა, რომელსაც საუკეთესო შედეგი აქვს | Allnews.Ge

დიეტა, რომელსაც საუკეთესო შედეგი აქვს

ჭამეთ იმდენი, რამდენიც გსურთ და ეს არ აისახება თქვენს წონაზე - ახალი კვლევის თანახმად, ხმელთაშუა ზღვის დიეტას საუკეთესო შედეგი აქვს.

კვლევამ ბევრი პოპულარული დიეტის ეფექტურობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც ყოველდღიური რაციონიდან ცხიმიანი საკვების ამოღების რეკომენდაციას იძლევიან.

ესპანური კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ ზეითუნის ზეთის დიეტა, უფრო ეფექტურია, ვიდრე რაციონიდან ცხიმის შემცველი პროდუქტების სრულად ამოღება.

ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობას 7 447 მამაკაცი და ქალი იღებდა. ყველა მათგანს შაქრიანი დიაბეტი და გულის პრობლემა ჰქონდა, 90%-ს კი ჭარბწონიანობა აწუხებდა.

ყოველ მონაწილეს სამი სხვადასხვა დიეტიდან ერთი უნდა აერჩია: ზეითუნის ზეთითა და სხვა მცენარეული ცხიმებით მდიდარი ხმელთაშუა ზღვის დიეტა, მსგავსი დიეტა თხილით და უცხიმო დიეტა.

კვლევამ ცხადყო, რომ ზეითუნის ზეთის დიეტის შედეგად, წონის კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ბოლო ადგილი კი უცხიმო დიეტამ დაიკავა.

კვლევის ავტორები წონის დაკლების მსურველებს მცენარეული ცხიმით მდიდარი დიეტა დაცვას ურჩევენ, რაც გასუქების პირდაპირპროპორციული სრულებითაც არ აღმოჩნდა.

 

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

myquiz