მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია | Allnews.Ge

მშობლების ტელეფონზე დამოკიდებულება ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია

მშობლები შვილების უსაფრთხოებას ხშირად საფრთხის ქვეშ აყენებენ, ამის მთავარი მიზეზი კი მობილურ ტელეფონებზე მათი დამოკიდებულებაა - განაცხადა პედიატრმა, ექიმმა რაულ ჩოდარიმ.

ექიმის თქმით, თუ მშობლები სმარტფონების გავლენისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ, უბედური შემთხვევის მსხვერპლნი გახდებიან.

გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, მშობლების მეოთხედი, რომელთა შვილებმაც მათი უყურადღებობის გამო, სხეულის დაზიანება მიიღეს ან დაიკარგნენ, სმარტფონით იყვნენ გართულნი.

"უბედური შემთხვევა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გართულები ვართ ტელეფონით. უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები გადატვირთულ გზებზე გადასვლას ცდილობენ, ცხელ წყალს ისხამენ ან სხვა სახის საფრთხის ქვეშ არიან.

უბედურ შემთხვევამდე წამები გვაშორებს, ამიტომ მოვუწოდებ მშობლებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ"- ამბობს ექიმი რაულ ჩოდარი.

"ბავშვებში უბედური შემთხვევების პრევენციის" ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კატრინა ფილიფსი ამბობს, რომ სმარტფონი დაკავებული მშობლებისთვის, ნამდვილად, აღმოჩენაა. ის ცხოვრებას ამარტივებს და დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა: "მაგრამ როდესაც სმარტფონს ჩვენი მოჯადოვების საშუალებას ვაძლევთ, შვილებს საფრთხის წინაშე ვაყენებთ"- ამბობს ფილიფსი.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი მშობლებს შვილების დაცვის მიზნით ტელეფონის გამორთვისკენ მოუწოდებს.

 

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.

myquiz