მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა დასრულდა | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა დასრულდა

ჩინეთის პროვინცია ხუნანში მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდის მშენებლობა დასრულდა. ნაგებობა ტიანმენშანის ეროვნულ პარკში ჩჟანძიანძეს კანიონზე, 300 მეტრის სიმაღლეში მდებარეობს. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.

ხიდის სიგრძე 393, ხოლო სიგანე - 6 მეტრს შეადგენს. ნაგებობა შუშის იატაკით, ერთდროულად 800 ადამიანს უძლებს. დამთვარიელებლებისთვის ხიდი ივლისში გაიხსნება.

მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, მაგრამ სამუშაოები მხოლოდ მაისში დასრულდა. ხიდის გახსნა ძლიერი წვიმების გამო გადაიდო.

შვეიცარიაში ყველაზე ღრმა და გრძელი სარკინიგზო გვირაბი გაიხსნა

ხიდი ბანჯი-ჯამპინგისთვის აუცილებელი პლატფორმითა და სამი მაღალი საქანელათია აღჭურვილი.

ხუნანის პროვინციაში მდებარე ხიდის აშენებამდე ყველაზე გრძელ შუშის ხიდად ამავე რეგიონში მდებარე Hero bridge ითვლებოდა, რომლის სიგრძე 300 მეტრი, ხოლო სიმაღლე 180 მეტრია.

 

 

myquiz