ცხოველთა სამყაროს ყველაზე საშიში ბინადრები | Allnews.Ge

ცხოველთა სამყაროს ყველაზე საშიში ბინადრები

რომელია მსოფლიოში ყველაზე საშიში ცხოველი? ზვიგენი? ვეფხვი? თუ ნიანგი?

ნიანგი საკმაოდ საშიში ცხოველია, მისი თავდასხმის შედეგად, წლის განმავლობაში საშუალოდ 1000 ადამიანი იღუპება.

თუმცა, უფრო საშიში ცხოველებიც არსებობენ, რომელთა თავდასხმის შედეგადაც გაცილებით უფრო მეტი ადამიანი იღუპება.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

კოღოები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველწლიურად დაახლოებით 725 000 ადამიანი კოღოს კბენის შედეგად იღუპება.

ვინაიდან ამ მწერის კბენის შედეგად გადადის არაერთი დაავადება, მათ შორის დენგეს ციებ-ცხელება, მალარია, ყვითელი ცხელება და ენცეფალიტი.

მსგავსი მწერები მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია.

ევროპაში ზიკას ვირუსის ყველაზე დიდი საფრთხე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშია

 

გველები

გველების შედეგად წლის განმავლობაში 50 000 ადამიანი იღუპება.

მსოფლიოში ყველაზე შხამიანი გველია Inland Taipan-ი, რომლის კბენის შედეგად ადამიანი 45 წუთში კვდება.

ამ სახეობის გველის კბენის შედეგად ადამიანების 80% იღუპება.

Inland Taipan-ი ძირითადად ცენტრალურ ავსტრალიაშია, თუმცა, იგი გვხვდება პაკისტანში, ინდოეთში, შრი-ლანკასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე აფრიკაშიც.

 

ძაღლები

ძაღლები ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან.

თუმცა, ცოფის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით 25 000 ადამიანი იღუპება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ცოფიანი ძაღლების რიცხვი ყველაზე დიდია ინდოეთში, სადაც ყოველწლიურად ძაღლის კბენის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მსოფლიოს მაჩვენებლის 36%-ს შეადგენს.

ჯანმრთელი ძაღლის კბენის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა იშვიათია.

ამ მხრივ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა, როგორც ცნობილია, მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად ძაღლის კბენის 4,5 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება, მათგან მხოლოდ 30 შემთხვევა სრულდება ლეტალურად.

ძაღლებს საკუთარი პატრონები ხუთჯერ უფრო მეტად უყვართ, ვიდრე კატებს

ბუზი ცეცე

ცეცე გარეგნულად დაახლოებით იგივენაირად გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ბუზი.

თუმცა, მისი კბენა გაცილებით უფრო საშიშია.

ამ სახეობის ბუზი ცხოველებსაც კბენს და კბენის დროს სისხლსაც წოვს, ცეცეს კბენა არაერთ დაავადებას იწვევს, მათ შორისაა ციება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, მოწამვლა, ტვინის დაზიანება და ძილის დარღვევა.

როგორც ცნობილია, წლის განმავლობაში ცეცეს კბენის შედეგად 20 000-დან 30 000-მდე ადამიანი აფრიკული ტრიპანოსომოზით ავადდება, რაც ძილის დაავადებაა და იგი დროთა განმავლობაში ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს.

ამ დაავადებით წელიწადში 10 000 ადამიანი იღუპება.

 

ნიანგები

აფრიკაში ნიანგების თავდასხმის რამდენიმე ასეული შემთხვევაა წლის განმავლობაში.

მათი დაახლოებით ნახევარი ფატალურად სრულდება.

თუმცა, ნიანგის თავდასხმის შემთხვევების ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან მსგავსი ინციდენტები ძირითადად პატარა სოფლებში ხდება და დანარჩენი საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

მსოფლიოს მასშტაბით კი ნიანგის თავდასხმას წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ადამიანი ეწირება, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.

ჰიპოპოტამი

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველს ჰიპოპოტამი წარმოადგენს, აფრიკაში ამ ცხოველის თავდასხმას წელიწადში 500 ადამიან ეწირება.

ჰიპოპოტამები აგრესიული ცხოველები არიან და საკმაოდ ბასრი ეშვები აქვთ.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

9 ცხოველი, რომელსაც საკუთარი თავის კლონირება შეუძლია

ცხოველები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან

myquiz