დუხაბორებით დასახლებული სოფელი სამცხე-ჯავახეთში | Allnews.Ge

დუხაბორებით დასახლებული სოფელი სამცხე-ჯავახეთში

სოფელი გორელოვკა სამცხე-ჯავახეთში მდებარეობს. ის რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხაბორებმა XIX საუკუნის შუა წლებში დააარსეს.

დასახლებისთანავე მათ ობოლთა სახლი, რუსულ-უკრაინული ტიპის ხატა და სამლოცველო სახლი ააშენეს.

1895 წელს, 2000-მდე დუხაბორმა ძალადობის მიმართ პროტესტის ნიშნად იარაღი დაწვა. მეფისნაცვალმა ვორონცოვმა დუხაბორები ამ ფაქტის გამო დასაჯა და სოფელში კაზაკთა პოლკი მიავლინა. რა დროსაც, ყველა მამაკაცი გაშოლტეს, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლეს.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1069 კაცი. სოფელში სამი საჯარო სკოლა და დუხაბორების ეთნოგრაფიული მუზეუმია.

დუხაბორების რაოდენობა დაახლოებით 200 ოჯახია.

 

ფოტოგრაფი: ნათელა გრიგალაშვილი

myquiz