თბილისის აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს | Allnews.Ge

თბილისის აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს

კავკასიის რეგიონში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ელექტროენერგიის მოხმარებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის ტერიტორიაზე, მზის ელექტროენერგიის წარმოქმნის სისტემის მონტაჟი უკვე დასასრულს უახლოვდება.

"აღნიშნული პროექტი საქართველოში სუფთა ენერგიის მოხმარების დანერგვას ითვალისწინებს", - აღნიშნავენ TAV Georgia-ში.

myquiz