ლტოლვილი ბავშვები ფოტოგრაფის ობიექტივში | Allnews.Ge

ლტოლვილი ბავშვები ფოტოგრაფის ობიექტივში

ზაჰრა ხუთი წლისაა, მისი ასაკისაა სირიაში მიმდინარე ომიც. მას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ როცა ლაპარაკობს, იგი მხოლოდ ომზე, არეულობაზე, გადატრიალებასა და იმაზე საუბრობს, თუ როდის შეძლებს სახლში დაბრუნებას.

იგი ერთ-ერთია 2.4 მილიონ სირიელ ლტოლვილ ბავშვს შორის, რომელსაც კონფლიქტის გამო საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუხდა. ლტოლვილი ბავშვების საკუთარ ობიექტივში მოქცევა "ესოშიეტედ პრესის" ფოტოგრაფმა მუჰამედ მუჰეისენმა გადაწყვიტა.

"ჩემი აზრით, ეს ბავშვები კონფლიქტის რეალური მსხვერპლნი არიან", - აღნიშნა ფოტოგრაფმა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ახლო აღმოსავლეთში ლტოლვილებს ფოტოებს უღებს.

მუჰეისენი გარკვეული პერიოდის განმავლობაში პაკისტანში ცხოვრობდა, სადაც იგი ავღანელ ლტოლვილებს იღებდა. ბოლო პერიოდში კი მან იორდანიის დედაქალაქ ამანში გადაინაცვლა, სადაც სირიელ ლტოლვილ ბავშვებს იღებს.

"ისინი ასაკით ბავშვები, თუმცა, სინამდვილეში ზრდასრულები არიან. მე ერთხელ შევხედე ხუთი წლის გოგონას სახეს, მერე ჩემს სახეს ხელით შევეხე და მივხვდი, რომ მე გაცილებით უფრო რბილი კანი მაქვს, ვიდრე მას. ამიტომაც გადავწყვიტე მათი სახის დეტალები კადრებით ამესახა", - ამბობს ფოტოგრაფი.

ლტოლვილი ბავშვების აღნიშნული 12 პორტრეტი 2016 წლის მარტის შუა რიცხვებში იორდანიაში და 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში პაკისტანშია გადაღებული. ეს ფოტოები საშუალებას გაძლევთ უფრო ახლოს გაიცნოთ ისინი, რამაც არ შეიძლება თქვენში ემოცია არ გამოიწვიოს.

"თითოეულ მათგანს საკუთარი სილამაზე აქვს. ბავშვების თვალები უდანაშაულოა. მათ ტყუილი არ შეუძლიათ, მათ სიყალბე და დამალვა არ შეუძლიათ. ისინი კამერის წინ ზრდასრულებივით დგანან და პირდაპირ ობიექტივში იყურებიან", - ამბობს ფოტოგრაფი.

ჰაიატ ხანი, 8 წლის, ავღანეთიდან

ამა ზუგაიარი, 9 წლის, სირიიდან

გულახტა ნავაბი, 6 წლის, ავღანეთი

მუჰამედ ბანდარი, 12 წლის, სირია

მადინა ჯუმაა, 4 წლის, ავღანეთიდან

მაიადა ჰამიდი, 8 წლის, სირიიდან

 

 ბასმინა, 3 წლის, ავღანეთიდან

ზაჰრა მაჰმუდი, 5 წლის, სირიიდან

ჰასანათ მუჰამედი, 5 წლის, ავღანეთიდან

 

რაქან რასლანი, 11 წლის, სირიიდან

რობინა ჰასეები, 5 წლის, ავღანეთიდან

myquiz