წინასწარმეტყველებები წიგნებიდან, რომლებიც რეალურად ახდა | Allnews.Ge

წინასწარმეტყველებები წიგნებიდან, რომლებიც რეალურად ახდა

მწერლის ფანტაზია მძლავრი იარაღია. მას შეუძლია არა მხოლოდ გამოგონილი სამყაროების შექმნა, არამედ ხანდახან მომავლის იწინასწარმეტყველებაც კი. არ გჯერათ?

ყველაზე შემზარავი წინასწარმეტყველება ახლახან გამოაშკარავდა ინტერნეტში, რომელიც სათავეს იღებს საშინელებათა ჟანრის მწერლის, დინ კუნცის 1981 წლის რომანიდან. როგორც ჩანს, მან იწინასწარმეტყველა მკვლელი ვირუსის აფეთქება, ცნობილი როგორც „Wuhan-400“, რაც სწორედ იმ ქალაქის სახელია, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა.

  • გაინტერესებთ მეტი? გადაავლეთ თვალი გასაოცარ მაგალითებს იმისა, თუ როგორ შეიძლება მწერლის ფანტაზია რეალურ ცხოვრებისეულ მოვლენებად იქცეს.

კორონავირუსი

დინ კუნცის რომანში „სიბნელის თვალები“ (1981) სასიკვდილო ვირუსი მოხსენიებულია, როგორც „სრულყოფილი იარაღი“ ბიოლოგიურ ომში, სახელწოდებით „Wuhan-400“, რადგან იგი შეიქმნა ქალაქ უჰანის მახლობლად მდებარე ლაბორატორიაში - საიდანაც რეალური კორონავირუსი გავრცელდა. ამ შემზარავმა წინასწარმეტყველებამ უამრავი კონსპირაციული თეორია წარმოშვა.

მარსს ორი მთვარე აქვს

ჯონათან სვიფტმა თავის წიგნში „გულივერის მოგზაურობა“ (1735) დაწერა, რომ მარსს ორი მთვარე ჰქონდა. ეს ფაქტი მხოლოდ 142 წლის შემდეგ, 1872 წელს აღმოაჩინეს.

ელექტრო წყალქვეშა ნავები

ჟიულ ვერნის კლასიკურ რომანში „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ მოხსენიებულია ელექტროენერგიით მომუშავე წყალქვეშა ნავების გამოყენება. ოთხმოცდაათი წლის შემდეგ, 1960-იან წლებში, ელექტრო წყალქვეშა ნავები რეალობად იქცა.

საკრედიტო ბარათები

საკრედიტო ბარათი იწინასწარმეტყველეს მის გამოგონებამდე (1950 წელი) 62 წლით ადრე. ედუარდ ბელამის წიგნში „მზერა უკან“ (1888), ავტორი წერს ამ ტიპის ბარათის გამოყენების შესახებ.

მზის აფრები

1865 წელს ჟიულ ვერნმა წიგნში „დედამიწიდან მთვარემდე“ დაწერა მზის აფრების შესახებ, რომლებიც კოსმოსში გადასაადგილებლად გამოიყენება. 2010 წელს, 145 წლის შემდეგ, გამოიყენეს პირველი მზის აფრა (IKAROS).

მზის ენერგია

ჰუგო გერნსბეკმა 1911 წელს დაწერა წიგნი სახელწოდებით „Ralph 124C 41+“, რომელშიც იგი ახსენებს მზის ენერგიის გამოყენებას. სამოცდაშვიდი წლის შემდეგ, 1978 წელს, გამოიგონეს პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე კალკულატორები.

ატომური ბომბები

რომანში „გათავისუფლებული სამყარო“ (1914), ჰ.ჯ. უელსმა იწინასწარმეტყველა ატომური ბომბების გამოყენება. ოცდათერთმეტი წლის შემდეგ, 1945 წელს, პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდეს იაპონიაში.

ინ ვიტრო განაყოფიერება

წიგნი „დედალოსი“, ცნობილი ასევე როგორც „მეცნიერება და მომავალი“, დაწერა ჯ.ბ.ს. ჰალდანმა 1924 წელს და იგი მოიცავს ინ ვიტრო განაყოფიერების კონცეფციას. მხოლოდ 53 წლის შემდეგ, 1977 წელს, განხორციელდა პირველი წარმატებული ინ ვიტრო განაყოფიერება.

გენური ინჟინერია

გენეტიკით მანიპულირება მხოლოდ 1972 წელს გახდა შესაძლებელი. თუმცა, 1932 წლის წიგნში „ო ნატვრისთვალო ახალო სამყაროვ“, ოლდოს ჰაქსლი წერდა ამ კონცეფციის შესახებ.

თვალთვალი მთავრობის მიერ

ჯორჯ ორუელის „1984“ გამოვიდა 1948 წელს და აღწერს სხვადასხვა გზებს, თუ როგორ უთვალთვალებს მთავრობა თავის მოქალაქეებს. 2013 წელს მსოფლიო შოკირებული დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) აგროვებდა პირად ინფორმაციას და უთვალთვალებდა აშშ-ის მოქალაქეებს.

ბიონიკური კიდურები

ბიონიკური კიდურების გამოყენება პირველად გაშუქდა მარტინ კაიდინის წიგნში „კიბორგი“ (1972). სულ რაღაც 41 წლის შემდეგ, 2013 წელს, ბიონიკური ფეხის პირველი იმპლანტაცია წარმატებით განხორციელდა.