5 პროფესია, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში გაქრება | Allnews.Ge

5 პროფესია, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში გაქრება

ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სწრაფ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ, და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის მე­ქა­ნიზ­მი რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის წინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის და­წე­სე­ბა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით მო­მუ­შა­ვე იუ­რი­დი­უ­ლი ასის­ტენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია.

ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ გლო­ბა­ლუ­რი სა­მუ­შაო ძა­ლის სტრუქ­ტუ­რა­ზეც. სა­მუ­შაო კა­ტე­გო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა. ამის მი­ზე­ზი ის კი არ არის, რომ ადა­მი­ა­ნებს არ შე­უძ­ლი­ათ მუ­შა­ო­ბა, არა­მედ ის, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა გად­მო­ი­ნაც­ვლა.

ადა­მი­ა­ნებს ნელ-ნელა ანაც­ვლე­ბენ რო­ბო­ტე­ბი. მათ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ უფრო სწრა­ფად, დაღ­ლის გა­რე­შე. ჩატ­ბო­ტე­ბი, კონ­ტენ­ტის გე­ნე­რა­ტო­რე­ბი და ანა­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი ცვლის სა­მუ­შა­ო­ებს, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც ადა­მი­ა­ნურ ინ­ტე­ლექტს მო­ი­თხოვ­და. სწო­რედ ამი­ტომ, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, გა­ვი­გოთ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რად­გან და­საქ­მე­ბი­სას პრობ­ლე­მებს არ შე­ვე­ჩე­ხოთ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­ინც, რო­მე­ლი პრო­ფე­სი­ე­ბია გაქ­რო­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე? გთა­ვა­ზობთ 5 სა­მუ­შა­ოს, რომ­ლის გაქ­რო­ბა­საც სულ რა­ღაც 5 წელ­ში ვა­რა­უ­დო­ბენ:

  • მო­ლა­რე­ე­ბი

მი­ზე­ზი: თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის სის­ტე­მე­ბის, მო­ბი­ლუ­რი გა­დახ­დე­ბის და Amazon-ის სტი­ლის მა­ღა­ზი­ე­ბის ზრდა.

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სა­ცა­ლო ქსე­ლე­ბი დიდ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დე­ბენ თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში. ბევრ დიდ ქა­ლაქ­ში ასე­თი გა­დახ­და უკვე არ­სე­ბობს. შე­გიძ­ლი­ათ მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვი­დეთ, და­ას­კა­ნე­როთ თქვე­ნი ნივ­თე­ბი და გა­და­ი­ხა­დოთ და­მო­უ­კი­დებ­ლად. ეს სის­ტე­მა არა მხო­ლოდ მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, არა­მედ ეკო­ნო­მი­უ­რიც, რაც კომ­პა­ნი­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს შე­ამ­ცი­რონ პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა.

  • ტე­ლე­მარ­კე­ტე­რე­ბი

მი­ზე­ზი: ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით მარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი ასის­ტენ­ტე­ბი და პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი და ნაკ­ლე­ბად შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია, ვიდ­რე ტრა­დი­ცი­უ­ლი ცივი ზა­რე­ბი.

დღეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად პა­სუ­ხო­ბენ უც­ნობ ნომ­რებს და რო­დე­საც ამას აკე­თე­ბენ, ისი­ნი მა­ღალ პერ­სო­ნა­ლი­ზა­ცი­ას ელი­ან. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­სტრუ­მენ­ტებს ახლა შე­უძ­ლი­ათ მას­შტა­ბუ­რად მი­ა­წო­დონ მორ­გე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ მსმე­ნელ­თა რე­აქ­ცი­ე­ბი და რე­ა­ლურ დრო­ში შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი და­ა­რე­გუ­ლი­რონ.

ტე­ლე­მარ­კე­ტე­ბეს ცვლი­თ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­სა­უბ­რო პლატ­ფორ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა GPT-ზე მარ­თუ­ლი გა­ყიდ­ვე­ბის ბო­ტე­ბი.

  • ტუ­რის­ტუ­ლი აგენ­ტე­ბი

მი­ზე­ზი: მოგ­ზა­უ­რო­ბის პლატ­ფორ­მე­ბი უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, მათ ფონ­ზე ტუ­რის­ტუ­ლი აგენ­ტე­ბი თით­ქმის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის.

ოდეს­ღაც, შვე­ბუ­ლე­ბის და­ჯავ­შნა გუ­ლის­ხმობ­და ტუ­რის­ტულ აგენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რას ფრე­ნე­ბის, სას­ტუმ­რო­ე­ბის და მარ­შრუ­ტე­ბის და­სა­გეგ­მად. დღეს, ტე­ლე­ფონ­ზე ერთი დაწ­კა­პუ­ნე­ბით შე­გიძ­ლი­ათ და­ჯავ­შნოთ ყვე­ლა­ფე­რი. ალ­გო­რით­მე­ბი გირ­ჩევთ სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბებს, პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბულ მოგ­ზა­უ­რო­ბის რჩე­ვებს და დახ­მა­რე­ბას ვი­ზის მო­თხოვ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც კი.

ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით მარ­თუ­ლი და­ჯავ­შნის ასის­ტენ­ტე­ბი და ალ­გო­რით­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ბო­ტე­ბი ცვლის.

  • ბან­კის მო­ლა­რე­ე­ბი

მი­ზე­ზი: მო­ბი­ლუ­რი გა­დახ­დის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის და ონ­ლა­ინ ფი­ნან­სუ­რი სერ­ვი­სე­ბის ზრდა.

მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ჩე­კე­ბის შე­ტა­ნა, თან­ხის გა­და­რი­ცხვა და სეს­ხის აღე­ბაც კი ბან­კში მის­ვლის გა­რე­შე. ბევ­რი ბან­კის ფი­ლი­ა­ლი იხუ­რე­ბა ან მცირ­დე­ბა, რაც ყო­ველ­დღი­უ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ბან­კო­მა­ნეტ­სა და ჩატ­ბო­ტებს უფრო მე­ტად იყე­ნებს.

ფოს­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიმი­ზე­ზი: ელექტრო­ნულ­მა ფოს­ტამ, შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის აპ­ლი­კა­ცი­ებ­მა და ელექტრო­ნულ­მა ან­გა­რიშს­წო­რე­ბამ მკვეთ­რად შე­ამ­ცი­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი ფოს­ტის სერ­ვი­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

Amazon, FexEx da UPS, იყე­ნე­ბენ ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ და­ხა­რის­ხე­ბის ცენ­ტრებს და მი­წო­დე­ბის დრო­ნებს ან ბო­ტებს ხარ­ჯე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად.

წყარო