ChatGPT-მ შექმნა ილუსტრაცია, თუ როგორი შეიძლება იყოს აშშ დონალდ ტრამპის მომდევნო სამწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ - შედეგებმა საზოგადოება გააკვირვა | Allnews.Ge

ChatGPT-მ შექმნა ილუსტრაცია, თუ როგორი შეიძლება იყოს აშშ დონალდ ტრამპის მომდევნო სამწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ - შედეგებმა საზოგადოება გააკვირვა

  • როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აშშ დონალდ ტრამპის კიდევ სამი წლის მმართველობის შემდეგ? – ამის შესახებ AI-ს ჰკითხეს და შედეგემა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

  • განზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით მოვიდა. ბევრი მოქალაქისთვის ეს დრო უკვე საკმარისზე მეტია უკმაყოფილების გამოსახატად და ისინი თვლიან, რომ მომავალი უფრო ბნელი იქნება.

  • ChatGPT-ს სთხოვეს, შეექმნა ილუსტრაცია თუ როგორი შეიძლება იყოს აშშ ტრამპის მომდევნო სამწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ.

არაპროგნოზირებადი გლობალური ტარიფები, ICE-ის მასშტაბური რეიდები აშშ-ის ქუჩებში, კავშირები ჯეფრი ეპშტეინთან და სხვა მრავალი ფაქტორი – პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გადააჭარბა ბევრის მოლოდინს და როგორც ჩანს, ეს ტენდენცია მისი მეორე ვადის ბოლომდე გაგრძელდება.

ChatGPT-ის დახმარებით შექმნილმა ვიზუალურმა პროგნოზმა აჩვენა, თუ როგორი შეიძლება შეიცვალოს ამერიკა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პიობებში - შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ხელოვნური ინტელექტის საინჟინრო ხელსაწყომ საგანგაშო სურათი დახატა.

  • ცენტრში ჩანს მძიმე აღჭურვილობაში ჩაცმული აგენტები. ისინი უპირისპირდებიან მომიტინგეებს. პლაკატებზე წერია: „არა დიქტატურას“ და „შეაჩერეთ ტირანია“.
  • ცარიელი მაღაზიების ფონზე ჩანს ბილბორდები. ერთზე წერია: „ხელოვნური ინტელექტი სამუშაოებს წაგართმევთ“. მეორეზე – „წესრიგი და უსაფრთხოება“.
  • მაღაზიებში თაროები ცარიელია. ჩანს ტარიფებით სავსე ყუთები. ეს მიუთითებს საქონლის დეფიციტზე.

usa-1768995642.jpg

სურათში ჩანს კვამლით დაფარული ქარხანა. ეს ასახავს გარემოს დაბინძურებას და კლიმატის დაცვის შესუსტებას.

სხვა მომხმარებლებმაც შექმნეს მსგავსი სურათები. ზოგიერთში ჩანს „გადასწავლების ცენტრი“ და დაკავებული ადამიანები.

usa2-1768995660.jpg

მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი შედეგები მიიღეს პოლიტიკურ თემებზე საუბრის გარეშე.

წყარო