მეცნიერებმა შექმნეს ბრინჯის ზომის რობოტი, რომელიც თირკმლის ქვებს თითქმის უმტკივნეულოდ შლის | Allnews.Ge

მეცნიერებმა შექმნეს ბრინჯის ზომის რობოტი, რომელიც თირკმლის ქვებს თითქმის უმტკივნეულოდ შლის

ვატერლოოს მკვლევარები ავითარებენ ახალ, მინიმალურად ინვაზიურ მკურნალობის მეთოდს, რომელსაც შეუძლია სწრაფად შეამსუბუქოს თირკმლის კენჭებით გამოწვეული ტკივილი წამლების გარეშე.

მათ შექმნეს ბრინჯის ზომის რობოტი, რომელიც თირკმლის ქვებს პრაქტიკულად უმტკივნეულოდ შლის.

585875274-832794459349973-1122587716876889009-n-1764228012.jpg

“ვატერლოოს უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, რბილი რობოტები პირდაპირ თირკმლის კენჭების წარმოქმნის ადგილას იგზავნებიან და მათ შეუძლიათ თირკმლის ქვების უსაფრთხოდ, ნაზად და ქირურგიული ჩარევის გარეშე დაშლა.

ექიმებს მისი რეალურ დროში მართვა შეუძლიათ საშარდე სისტემაში, რაც საშუალებას აძლევს ძნელად მისადგომ ადგილებს მიაღწიოს. როგორც კი ქვას მიაღწევს, რობოტი წარმოქმნის ფოკუსირებულ მიკროვიბრაციებს, რომლებიც მას პატარა ნაწილაკებად შლის, რისი მოცილებაც ორგანიზმს ბუნებრივად შეუძლია.

capture-1764228140.jpg

წყარო