მამაკაცმა, რომელსაც ღორის მოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს, 171 დღე იცოცხლა - რატომ მიიჩნევენ მეცნიერები ამ ექსპერიმენტს წარმატებულად?
ჩინეთში, ექიმებმა გენეტიკურად ღორის მოდიფიცირებული ღვიძლი გადაუნერგეს 71 წლის მამაკაცს, რომელმაც პროცედურის შემდეგ 171 დღე იცოცხლა.
მეცნიერები მსოფლიოს გარშემო ტრანსპლანტაციისთვის ხშირად იყენებენ გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის ფილტვებსა და გულს.
"ყველა ამბობს, რომ ღვიძლი ტრანსპლანტაციისთვის ზედმეტად კომპლექსური ორგანოა, მაგრამ ამის შემდეგ, ადამიანები სხვაგვარად იფიქრებენ“, - ამბობს ანჰუის სამედიცინო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ექიმი ბეიჩენგ სანი.
გულისა და ფილტვებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო ვიწრო ფუნქციები აქვთ, ღვიძლი უფრო კომპლექსურია. ის სისხლს ფილტრავს, ტოქსინებისგან ათავისუფლებს, ნუტრიენტებს ამუშავებს და ა.შ.
გასულ წელს, Penn Medicine-ის ექიმებმა მსოფლიოში პირველ ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს, რომლისთვისაც ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანო გამოიყენეს. გადანერგვის შემდეგ 72 საათის განმავლობაში ადამიანი სტაბილური იყო.
- ღორის ღვიძლი გადანერგვა 2024 წლის მარტში ჩინეთშიც გააკეთეს. ის გადაუნერგეს კლინიკურად მკვდარ პაციენტს.
ჰეპატოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში ექსპერტები ამბობენ, რომ ღორის ღვიძლის გადანერგვას შეუძლია ადამიანს გარკვეული დრო მისცეს იმისთვის, რათა ღვიძლი თავისით აღდგეს ან საკმარისი დრო მისცეს, ვიდრე დონორის ღვიძლი გახდება ხელმისაწვდომი.
უახლესი ჩატარებული პროცედურის შედეგად, 71 წლის მამაკაცს გადაუნერგეს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული ღვიძლი. მამაკაცი საავადმყოფოში B ჰეპატიტისგან გამოწვეული ციროზით გადაიყვანეს. მას ასევე ღვიძლის მარჯვენა ნაწილზე დიდი სიმსივნე ჰქონდა, რომლის ქიმიოთერაპიით შემცირება ვერ ხერხდებოდა. მას ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, თუმცა მისთვის შესაფერისი დონორი არ იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი ვარიანტი გენეტიკურად მოდიფიცირებული ღვიძლის გადანერგვა იყო. მისი ოჯახიც თანახმა იყო ამ ექსპერიმენტზე.
"ჩვენ დიდი პატივისცემა უნდა გამოვხატოთ პაციენტისა და მისი ოჯახის მიმართ, რადგან მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მეცნიერებაში. ჩვენ ყველა ასეთი პაციენტის მადლიერები უნდა ვიყოთ“, - ამბობს სანი.
ტრანსპლანტაცია თავიდან წარმატებული ჩანდა. ანთებისა და ორგანოს უარყოფის ნიშნები არ იყო. 25-ე დღისთვის პაციენტის გულს სტრესის ნიშნები გაუჩნდა. 28-დან 33-ე დღემდე ანთების ნიშნები გაჩნდა. 37-ე დღეს მისი წნევა და გულის ცემა დაეცა. 38-ე დღეს მამაკაცის ღვიძლს უკვე თავად შეეძლო ფუნქციონირება, იმ დონეზე რომ მისი სიცოცხლე შეენარჩუნებინა, ამიტომ ღორის ღვიძლი ამოიღეს. 135-ე დღეს მას შინაგანი სისხლდენა გაუჩნდა და 171-ე დღეს გარდაიცვალა. განაგრძეთ კითხვა