ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დაავადება, ისტორიაში პირველად, წარმატებით იქნა დამარცხებული - რას აცხადებენ მედიკოსები
ექიმების განცხადებით ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ჰანტინგტონის დაავადება – პირველად ისტორიაში წარმატებით იქნა დამარცხებული.
- ეს დაავადება გენეტიკურად გადადის, დაუნდობლად ანადგურებს ტვინის უჯრედებს და დემენციის, პარკინსონისა და მოტორული ნეირონული დაავადების ნიშნებს აერთიანებს.სიხარულით ატირებული კვლევითი ჯგუფის წევრები ჰყვებოდნენ, რომ მონაცემების მიხედვით, დაავადების პროგრესირება პაციენტებში 75%-ით შენელდა.
"ეს ნიშნავს, რომ ის რეგრესი, რაც ჩვეულებრივ ადამიანისთვის ერთ წელიწადში დგებოდა, მკურნალობის შემდეგ ოთხ წელიწადში დადგება, ეს კი პაციენტებს ათწლეულებით წლებით ხარისხიან ცხოვრებას საშუალებას მისცემს" – განუცხადა BBC-ს პროფესორმა სარა ტაბრიზიმ.
ახალი მკურნალობა გენური თერაპიის სახეს წარმოადგენს, რომელიც 12–18 საათიანი ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციის განმავლობაში ტვინზე მანიპულაციის დროს ტარდება.
ჰანტინგტონის დაავადების პირველი სიმპტომები ჩვეულებრივ 30-40 წლის ასაკში ვლინდება და ორ ათწლეულში ფატალური შედეგით მთავრდება – ახალი მეთოდი კი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადრეული მკურნალობის შემთხვევაში სიმპტომების წარმოშობა საერთოდ შეჩერდეს.
მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტების ვინაობა არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთმა ადამიანმა რომელიც დაავადების მიზეზით პენსიაზე იყო გასული, კვლავ შეძლო სამსახურში დაბრუნება. სხვები კი, რომლებიც სავარძელს იყვნენ მიჯაჭვულები უკვე ფეხით დადიან.
მკურნალობა სავარაუდოდ ძალიან ძვირი დაჯდება, თუმცა იმედის სხივი იქნება იმ ადამიანებისთვის ვისაც ვერაგმა დაავადებამ სიცოცხლის პიკზე ყოფნის დროს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. განაგრძეთ კითხვა