ისტორიაში პირველად - ალბანეთს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი ჰყავს | Allnews.Ge

ისტორიაში პირველად - ალბანეთს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი ჰყავს

ალ­ბა­ნე­თი გახ­და მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­კითხს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, სა­ხე­ლად Diella (ალ­ბა­ნუ­რად მზის ამოს­ვლა) უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

რო­გორც POLITICO წერს, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის მი­ნის­ტრი ალ­ბა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ედი რა­მამ 11 სექ­ტემ­ბერს წა­რად­გი­ნა. მისი თქმით, ტენ­დერებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დი­ე­ლას ხელ­ში გა­და­ვა და სა­ბო­ლო­ოდ, ალ­ბა­ნე­თი გახ­დე­ბა ქვე­ყა­ნა, სა­დაც კო­რუფ­ცია აღ­მო­ფხვრი­ლი იქ­ნე­ბა.

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ შექ­მნი­ლი ბოტი ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მთავ­რო­ბა სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტის­თვის კერ­ძო კომ­პა­ნი­ებს ქი­რა­ობს, და­მო­უ­კი­დებ­ლად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად მი­ი­ღებს.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ დღეს ქვე­ყა­ნას შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს ციფ­რუ­ლი მი­ნის­ტრი და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც კი, მაგ­რამ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და ეს დღე თუ ასე სწრა­ფად დად­გე­ბო­და.

  • მთავ­რო­ბის ერ­თა­დერ­თი არა­ა­და­მი­ა­ნი წევ­რი პრე­მი­ერ­მა ხუთ­შა­ბათს ტი­რა­ნა­ში გა­მარ­თულ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბა­ზე წა­რად­გი­ნა.

„დი­ე­ლა პირ­ვე­ლი წევ­რია, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არა­მედ ვირ­ტუ­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით“, - გა­ნუ­ცხა­და მან პარ­ტი­ის წევ­რებს.