რამდენი უცხოელია საქართველოში დასაქმებული? | Allnews.Ge

რამდენი უცხოელია საქართველოში დასაქმებული?

2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული საწარმოების 7%-ს, ჯამში 3 332 კომპანიას ჰყავდა დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.

მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა საწარმოში დასაქმებული იყო 18 935 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც ქვეყნის სამუშაო ძალის 2%-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 4%- ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, თუმცა 89%-ით აღემატება 2021 წლის მონაცემს.

„2024 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მსხვილ საწარმოებში (39%) მუშაობს, ხოლო დანარჩენები - მცირე (37%) და საშუალო ზომის (24%) საწარმოებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასაქმებულ უცხოელთა 66% თბილისშია თავმოყრილი.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი უცხოელია დასაქმებული, პირველ ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, რომელსაც მოსდევს მშენებლობის დარგი,“- ვკითხულობთ კვლევაში.

უფრო კონკრეტულად, გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში დასაქმებულ უცხოელთა პროცენტული წილი სექტორების მიხედვით, ასეთი იყო:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 38%;
  • მშენებლობა - 14%;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 7%;

იხილეთ სრულად