პაკისტანი, ეგვიპტე, მალაიზია... - ქვეყნები, სადაც ჩინეთი ათეულობით მილიარდი დოლარის მეგაპროექტებს აფინანსებს | Allnews.Ge

პაკისტანი, ეგვიპტე, მალაიზია... - ქვეყნები, სადაც ჩინეთი ათეულობით მილიარდი დოლარის მეგაპროექტებს აფინანსებს

2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა წამოიწყო „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივა (BRI), რათა მასშტაბური ინფრასტრუქტურული განვითარების სერიის მეშვეობით, აზია ევროპასთან დაეკავშირებინა. მას შემდეგ პროგრამა მთელ მსოფლიოში გავრცელდა, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

ქვეყნები, სადაც ჩინეთი მილიარდიან მეგაპროექტებს აფინანსებს

ამ მეგაპროექტების დაფინანსება იაფი ნამდვილად არ ყოფილა. BRI-ში ინვესტირებისთვის დაგროვილი ვალი, სავარაუდოდ, მინიმუმ 1 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ამ პროექტებიდან ბევრი ვერ ამართლებს მოლოდინებს.

წარმოგიდგენთ ჩინეთის მიერ დაფინანსებულ 5 მსხვილ მეგაპროექტს.

პაკისტან-ჩინეთი-პაკისტანის ეკონომიკური დერეფანი: 62 მილიარდი დოლარი

1-1748761521-1748847482.jpg

პაკისტანი BRI-ის ერთ-ერთი უდიდესი ბენეფიციარი იყო. ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის (CPEC) მეშვეობით დაგეგმილია ტრანსპორტისა და ენერგეტიკის ახალი განვითარების სერია. მიზანია საავტომობილო გზებით, რკინიგზითა და მილსადენებით, დასავლეთით მდებარე პორტის ქალაქ გვადარის დაკავშირება ჩინურ ქალაქ ქაშგართან, რომელიც პაკისტანის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს.

ორი ქვეყანა ამ პროექტზე BRI-მდე დიდი ხნით ადრე თანამშრომლობდა. გვადარის ახალი პორტი 2007 წელს დასრულდა და ჩინეთმა მართვა 2013 წელს გადაიბარა მას შემდეგ, რაც სინგაპურელმა ოპერატორმა მოგება ვერ მიიღო.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, CPEC-მა ასევე ააშენა ახალი, 19 კმ სიგრძის, ექვსზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი გვადარის გავლით.

ასევე აშენდა მრავალი ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგური.

სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს და მათი დასრულების ვადა ახლა 2030 წლამდე გადაიწია.

თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ პროექტის განხორციელება 10-დან 20 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდებოდა, თუმცა CPEC-ის ღირებულება, სავარაუდოდ, 62 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო პაკისტანს უჭირს ჩინეთის ვალის დაფარვა. იხილეთ სრულად