„ინტერნეტში პირადი და უსაფრთხო სივრცე არ არსებობს“ - რა საფრთხეების შესახებ გვაფრთხილებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი
„თქვენი პირადი ინტერნეტ სივრცე არ გაქვთ - კომპიუტერი, რომელსაც იყენებთ, სავარაუდოდ, აშშ-ში წარმოებული და ჩინეთში აწყობილია, საქართველოში კი რუსეთის გავლით არის შემოტანილი“, - ამის შესახებ, კიბერუსაფრთხოებაზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრისას, კომპანია CASE-ს დამფუძნებელმა, ლაშა პატარაიამ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
პატარაიას ყურადღებას ამახვილებს მანიპულაციის იმ ხერხებზე, რომლებიც მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი რჩება.
„კომპიუტერი, რომელსაც იყენებთ, სავარაუდოდ, აშშ-ში წარმოებული და ჩინეთში აწყობილია, საქართველოში კი რუსეთის გავლით არის შემოტანილი. ანალოგიური მოცემულობაა ტელეფონის შემთხვევაშიც. კიბერუსაფრთხოებაში არსებობს ტერმინი „მიწოდების ჯაჭვის გადაჭერა“, რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყნებისგან, სადაც პროდუქცია საბოლოო დანიშნულების ადგილამდე გაივლის, პროგრამული ან აპარატურული სახის ჩარევა ხდება, რასაც მომხმარებელი ვერ გაარჩევს - ეს ხერხი გამოიყენება ფარული მიყურადებისთვის, თვალთვალისთვის და ა.შ.
გარდა ამისა, პროგრამები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, არც ერთი თქვენი შექმნილი არაა და არც თქვენზე მორგებულია. თანაც, 90% შემთხვევაში სარგებლობთ მეკობრული სახით მოწოდებული პროდუქტით ისე, რომ ამის შესახებ არც იცით - ეს კიდევ დამატებით საფრთხეებთან არის ასოცირებული“, - ამბობს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.
პატარაიას თქმით, დღევანდელ რეალობაში მნიშვნელოვანია, გვქონდეს რთული პაროლები და ისინიც ხშირად ვცვალოთ. იხილეთ სრულად