YouTube-ზე პირველი ვიდეოს ატვირთვიდან 20 წელი გავიდა - რომლებია ტოპ-10 ყველაზე ნახვადი ვიდეო პლატფორმაზე | Allnews.Ge

YouTube-ზე პირველი ვიდეოს ატვირთვიდან 20 წელი გავიდა - რომლებია ტოპ-10 ყველაზე ნახვადი ვიდეო პლატფორმაზე

Youtube-ზე პირველი ვიდეოს ატვირთვიდან 20 წელი გავიდა. აღნიშნული ვიდეოს ავტორის არხია „jawed“-ი, რომელიც პლატფორმის თანადამფუძნებელ ჯაუედ ქარიმს ეკუთვნის.

2025 წლის 24 აპრილის მონაცემებით, პლატფორმაზე ქარიმის არხს ისევ მხოლოდ ეს ისტორიული, 19-წამიანი, ვიდეო უდევს - „Me at the zoo“, რომელშიც სან დიეგოს ერთ-ერთ ზოოპარკში, სპილოების ვოლიერთანაა და შთაბეჭდილებების შესახებ საუბრობს. ქარიმის 1-ვიდეოიან არხს ამჟამად 5.36 მლნ გამომწერი ჰყავს.

ქარიმის ვიდეოს 356 898 201 ნახვა აქვს, Youtube-ის ტოპ 10 ყველაზე ნახვადი ვიდეოების სია, სახელების მიხედვით, კი ასეთია:

  • Baby Shark Dance: 15.65 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2016 წლის 17 ივნისს;
  • Despacito: 8.66 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2017 წლის 12 იანვარს;
  • Wheels on the Bus: 7.17 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2018 წლის 24 მაისს;
  • Johny Johny Yes Papa: 7.02 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2016 წლის 8 ოქტომბერს;
  • Bath Song: 7.01 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2018 წლის 2 მაისს;
  • See You Again: 6.58 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2015 წლის 6 აპრილს;
  • Shape of You: 6.42 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2017 წლის 30 იანვარს;
  • Phonics Song with Two Words: 6.31 მლრდ ნახვა - ატვირთულია 2014 წლის 6 მარტს; იხილეთ სრულად