რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ყალბ გვერდზე საბანკო მონაცემები შეიყვანეთ? | Allnews.Ge

რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ყალბ გვერდზე საბანკო მონაცემები შეიყვანეთ?

„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა განმარტავს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ კიბერთაღლითების მიერ შექმნილ ყალბ ვებ-გვერდებზე საბანკო ბარათის მონაცემები შეიყვანეს.

ქარჩავას თქმით, მსგავს შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ბანკს, სადაც მომსახურებას იღებს, დაბლოკოს ბარათი და შეცვალოს პაროლი. მანვე აღნიშნა, რომ არის შემთხვევა, როცა მოქალაქეს რამდენიმე პლატფორმაზე ერთი და იგივე პაროლი აქვს. ასეთ შემთხვევაში პაროლები ყველა საიტზე უნდა შეიცვალოს.

„როცა მომხმარებელი მიხვდება, რომ ყალბ გვერდზე აღმოჩნდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, მომხმარებელი, პაროლი, პინ კოდი ინტერნეტბანკის მონაცემების გაზიარების შემთხვევაში, პირველ რიგში, უკავშირდება იმ ფინანსურ ინსტიტუტს სადაც, გააჩნია ანგარიში და აქვს ბარათი აღებული, ბლოკავს ამ ბარათს, ინტერნეტ ბანკს და აუცილებლად უნდა შეცვალოს პაროლი.

აუცილებლად უნდა განაცხადოს ბანკში, ბანკში არის მსგავსი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული პროცედურები, თუ თვითონ ვერ ცვლის პაროლს ბანკს უნდა შეატყობინოს, თუ არს შესაძლებელი, შეუძლია, ინტერნეტბანკში შესვლით განაახლოს პაროლი. იხილეთ სრულად

myquiz