8 პროფესია, რომელსაც ხელოვური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს
მოსაზრება, რომ ხელოვნური ინტელექტი ბევრ სამუშაოს ჩაანაცვლებს, ისევ აქტუალურია. თუმცა, ტექნოლოგიური ინოვაციების მიუხედავად, ის მაინც ვერ შეცვლის ადამიანის ინტელექტს. ზოგიერთი სამუშაო ადგილზე ინტერპრეტირებას და შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს, მათ შორის მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, როგორიცაა აღქმა, განსჯა და დაკვირვება.
მკვლევარების აზრით, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიუხედავად, სიაში ჩამოთვლილი პროფესიები ადამიანური რესურსების გარეშე ვერ იარსებებენ.
ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულები
რა კატეგორიაშიც არ უნდა მოხვდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, მას ყოველთვის უწევს გადაწყვეტილებების მიღება გარემოებებიდან გამომდინარე. იქნება ეს ექიმი, მედდა თუ ქირურგი, მათი ურთიერთობა პაციენტებთან, შეუცვლელია.
ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ ამოცანების შესრულებაში, მაგრამ ვერ შეცვლის კავშირს, რომელიც პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის ყალიბდება.
მასწავლებლები
კიდევ ერთი პროფესია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის, არის პედაგოგიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ახლა გამოსადეგია განათლებაში, ის მაინც ვერ ჩაანაცვლებს მასწავლებელს, რადგან ინფორმაციის მიღებასთან ერთად, პედაგოგი ბავშვებს ემოციურ ინტელექტს უყალიბებს.
ის, რასაც ბავშვი იღებს მასწავლებლისგან, განუზომელია - სიყვარული, ხალისი, კომუნიკაცია და ემოციების მართვა. AI ნამდვილად ვერ დაგვეხმარება ამ ყველაფერში, რადგან ის დაპროგრამებულია.
თერაპევტები
ცხოვრება შეიძლება იყოს დამღლელი, რაც აიძულებს ადამიანებს თერაპიაზე წასვლას.
ეს სამუშაო გულისხმობს აქტიური მოსმენას, განსაცდელების ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში თანაგრძნობის გამოხატვას.
ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია გადაჭრას თქვენი ცხოვრებისეული პრობლემები.
სპორტსმენები
ხელოვნური ინტელექტი ვერ მოგცემთ იმ ფიზიკურ ემოციებს, რომელსაც მიიღებთ სპორტსმენებისგან. ბევრი სპორტული აქტივობა, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი და ჩოგბურთი, მოიცავს ადამიანის ინტელექტს - რაც რეზონანსს ახდენს აუდიტორიაზე.
სპორტი მოითხოვს ბუნებრივი უნარების თამაშში გამოვლინებას. მანქანებს არ შეუძლიათ იგივე. იხილეთ სრულად