კომპანიები, რომლებმაც ადამიანური რესურსი რობოტებით უკვე ჩაანაცვლეს
რობოტების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკის სფერო.
დღეის მდგომარეობით რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა და დროსთან ერთად, მექანიკური დამხმარეები უფრო მეტად ინტეგრირდებიან კაცობრიობის ისტორიაში.
კომპანიებმა ადამიანური რესურსების ჩანაცვლება რობოტით რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. მაშინ ვერავინ აღიქვამდა, რომ საქმე სერიოზულად იყო და ერთეული შემთხვევები “სერიოზულ სახეს“ მიიღებდა.
McKinsey-ის ანგარიშის მიხედევით რობოტები 2030 წლისთვის 800 მილიონ სამუშაო ადგილს დაიკავებენ, რაც გავლენას მოახდენს გლობალური სამუშაო ძალის მეხუთედზე.
საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან რობოტები სამუშაო ადგილზე?
DHL
DHL-მა რობოტების გამოყენება 2016 წელს დაიწყო.
ლოგისტიკურმა კომპანია Leviathan-მა Rethink Robotics-ის ორი რობოტი სახელწოდებით: Baxter და Sawyer აშშ-ში, თავისსავე საწყობებში გამოსცადა. ჭკვიანი რობოტები ასრულებენ შეფუთვით სამუშაოებს.
Uber
მგზავრობის აპლიკაცია სან-ფრანცისკოსა და პიტსბურგის გზებზე თვითმართველ მანქანებს უკვე დიდი ხანია ყენებს.
Uber მიზნად ისახავს შეცვალოს ყველა ადამიანი მძღოლი რობოტებით. იხილეთ სრულად