როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან- 10 მეთოდი | Allnews.Ge

როგორ გადმოვწეროთ ვიდეო YouTube-დან- 10 მეთოდი

გთავაზობთ 10 მეთოდს youtube-დან ვიდეოს გადმოსაწერად.

www.Keepvid.com. ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ვიდეო რგოლების გადმოწერას არა მარტო Youtube-დან, არამედ Google Video, DailyMotion და სხვა ვიდეო-ჰოსტინგებიდან. ამის გაკეთება ძალიან მარტივია, ველში შეგვყავს სასურველი ვიდეოს ლინკი (ელექტრონული მისამართი) და ვაჭერთ Enter-ს. მივიღებთ პირდაპირ ლინკს flv-ფაილზე. ხოლო იგი შეგვყავს ნებისმიერ სასურველ გადმოსაწერ პროგრამაში იქნება ეს ინტერნეტ ბრაუზერი თუ ჩამოსატვირთი ხელსაწყო.

მიღებული ფაილის ნახვა შეგიძლიათ Windows Media Player, GOM, Video Lan Player და სხვა რამდენიმე ვიდეო გამშვებში. შესაძლებელია მისი მარტივი კონვერტირება (გადაკეთება,დამოკლება,ფორმატის შეცვლა). მაგალითად Riva FLV Encoder, Total Video Convertor ან სხვებით.

www.Videodl.org. მეორე მეთოდი პირველის მსგავსია, ოღონდ ამ შემთხვევაში ვიყენებთ სხვა საიტს. დააკვირდეთ რომლიდან იქნება გადმოწერის სიჩქარე უფრო სწრაფი.

www.vixy.net/flv_converter. უფრო მოსახერხებელი ვარიანტი. ვიდეოს ლინკის შეყვანისას შეგიძლიათ მიიღოთ გამზადებული კოდირებული ფაილი avi, mov, mp4, 3gp ფორმატებში და ასევე გადმოწეროთ მხოლოდ აუდიო mp3 ფორმატში. ძალიან მოსახერხებელია.

შემდეგი მეთოდი ნამდვილად დამღლელია. არ ვიცი სხვა ბრაუზერებში როგორ არის, მაგრამ Opera ქეშირების შედეგად ინახავს ნანახ ვიდეოებს ქეშში. საჭიროა flv და swf ფორმატის ფაილების ძებნა ნახვის თარიღის მიხედვით. იხილეთ სრულად

myquiz