TikTok, Facebook და Instagram - რომელ აპლიკაციას ჰყავს ყველაზე მეტი მომხმარებელი საქართველოში?
DateReportal-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის დასაწყისში, საქართველოში Facebook-ს 2.85 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, Instagram-ს 1.65 მილიონი, ხოლო TikTok-ს 18 წლის და უფროსი ასაკის 2.58 მილიონი მომხმარებელი.
აღსანიშნავია, რომ Facebook თავისი პლატფორმის გამოყენებას 13 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ზღუდავს, ხოლო 2024 წლის მონაცემებით დასტურდება, რომ საქართველოში პლატფორმის სარგებლობის უფლების მქონე აუდიტორიის 85.5% იყენებდა Facebook-ს.
2024 წლის დასაწყისში, საქართველოში Facebook-ის რეკლამის აუდიტორიის 48.2% მამაკაცი გახლდათ, ხოლო 51.8% ქალი.
რაც შეეხება Instagram-ის ქართველ მომხმარებლებს, Meta-ს სარეკლამო ინსტრუმენტებში გამოქვეყნებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ 2024 წლის დასაწყისში, 13 წლის და უფროსი ასაკის 1.65 მილიონი ადამიანი იყენებდა Instagram-ს. შესაბამისად, „დასაშვები“ აუდიტორიის 54.4% სარგებლობს აღნიშნული სოციალური ქსელით.
გასული წლის მონაცემებით, საქართველოში Instagram-ის მომხმარებლების 58.5% ქალი გახლდათ, ხოლო 41.5% მამაკაცი. იხილეთ სრულად