როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს
სტარტაპ კომპანია, რომელიც მფრინავ მანქანებს SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს, აცხადებს, რომ წინასწარი შეკვეთით უკვე 2850 მანქანა გაყიდეს. Model A-ს თითოეული მფრინავი მანქანის ფასი $300 000-ს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანის პირველი პროტოტიპები მომავალი წლიდან შემოვა ბაზარზე და, შესაბამისად, ცაზეც.
სტარტაპ კომპანია Alef Aeronautics-მა განაცხადა, რომ Model A-ს წინასწარი შეკვეთების თანხა $850 მილიონს აჭარბებს.
385-კილოგრამიანი ორადგილიანი მანქანა პირველად გასულ წელს წარადგინეს დეტროიტის ავტო შოუზე. ოფიციალური ინფორმაციით, ელექტრომანქანას ჰაერში 177 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, მიწაზე კი 56 კმ/სთ-ის.
Model A-ს საჰაერო ვარგისიანობის სპეციალური სერტიფიკატი ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მანქანებს გარკვეულ ლოკაციებზე ფრენის უფლება ეძლევათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გზებზე სასიარულოდ, მას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგანაც სჭირდება თანხმობა. იხილეთ სრულად