"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო" - რატომ გაითიშა Facebook და Instagram? - Meta განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო" - რატომ გაითიშა Facebook და Instagram? - Meta განცხადებას ავრცელებს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი instagram და Facebook 5 მარტს 2 სა­ათ­ზე მეტი დრო­ით გა­ი­თი­შა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია META მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და მომ­ხმა­რე­ბელს შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო ბო­დიშს უხ­დის. Facebook-ის მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ ახერ­ხდებ­და სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას, რად­გან სის­ტე­მა წერ­და, რომ "არას­წო­რი პა­რო­ლი" შეჰ­ყავ­დათ.

რო­გორც Meta გან­მარ­ტავს, ეს გა­მო­იწ­ვია "კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ­მა სის­ტე­მამ და სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ­მა ხარ­ვეზ­მა"."ფე­ის­ბუ­ქი გა­თი­შუ­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი გა­თიშ­ვაა, რაც კი გვქო­ნია ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და გვსურ­და, რომ პირ­ველ რიგ­ში, ბო­დი­ში მოგ­ვე­ხა­და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის. ასე­ვე გვსურ­და მოგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმ ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე, რა­მაც გა­თიშ­ვა გა­მო­იწ­ვია.

კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ­მა სის­ტე­მამ გა­ცი­ლე­ბით მეტი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე და­ა­ფიქ­სი­რა. ამ სის­ტე­მის მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს კონ­ფი­გუ­რა­ცია და იპო­ვოს ხარ­ვე­ზე­ბი. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სის­ტე­მამ არ იმუ­შა­ვა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­ი­ტა­ნეს იმგვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც შე­ფას­და, რო­გორც "არას­წო­რი". სწო­რედ ამის გამო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ თა­ვი­ანთ ან­გა­რი­შებ­ში შეს­ვლას. "ამ ყვე­ლაფ­რის შე­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. სა­ჭი­რო გახ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მორ­თვა. შემ­დეგ კი ნელ-ნელა და­ვუშ­ვით ადა­მი­ა­ნე­ბი სა­იტ­ზე.

კი­დევ ერთხელ ვიხ­დით ბო­დიშს გა­თიშ­ვის­თვის და გვსურს იცო­დეთ, რომ ჩვენ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებთ Facebook-ის მუ­შა­ო­ბას და მის სან­დო­ო­ბას", - ნათ­ქვა­მია Meta-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz