ბარი, ტუალეტი, მაღალსიჩქარიანი Wi-Fi - როგორ გამოიყურება ძვირადღირებული კაფსულა, რომელიც ტურისტებს კოსმოსში 2025 წლიდან გადაიყვანს? | Allnews.Ge

ბარი, ტუალეტი, მაღალსიჩქარიანი Wi-Fi - როგორ გამოიყურება ძვირადღირებული კაფსულა, რომელიც ტურისტებს კოსმოსში 2025 წლიდან გადაიყვანს?

Space Perspective - მა ცოტა ხნის წინ სა­ტეს­ტო კაფ­სუ­ლა წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტე­ბის კოს­მოს­ში გა­დაყ­ვა­ნას 2025 წლის­თვის შეძ­ლებს. კაფ­სუ­ლა პირ­ველ უპი­ლო­ტო საც­დელ ფრე­ნას უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

telemmglpict000368213893-17089525012440-trans-nvbqzqnjv4bqnjjoebt78qiaydkjdey4cngtjfjs74myhny6w3gnbo8-64000-1709268547.jpeg

კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბით, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე დიდი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, რომ­ლის დი­ა­მეტ­რი 4,9 მეტ­რია, იგი რვა მგზავ­რსა და ერთ კა­პი­ტანს იტევს, გარ­და ამი­სა, მგზავ­რებს არ მო­უ­წევთ ნუ­ლო­ვა­ნი გრა­ვი­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა. კაფ­სუ­ლა­ში ასე­ვე იგეგ­მე­ბა კოქ­ტე­ილ ბა­რის, ტუ­ა­ლე­ტის და Wi-Fi-ის მო­წყო­ბა. თა­ვად მოგ­ზა­უ­რო­ბა ექვს სა­ათს გაგ­რძელ­დე­ბა, ბი­ლე­თის ფასი კი 125 ათა­სი დო­ლა­რი იქ­ნე­ბა. ხო­მალ­დის დიდი ფან­ჯრე­ბი იდე­ა­ლუ­რია სელ­ფის გა­და­სა­ღე­ბად და კოს­მო­სის ხე­დე­ბით და­სატ­კბო­ბად.

kosmosi11-64840-1709268554.jpg

რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა?

Space Perspective-ის მგზავ­რე­ბი ჯერ ეწ­ვე­ვი­ან კე­ნე­დის კოს­მო­სურ ცენ­ტრს, ფლო­რი­და­ში. დარ­წმუნ­დე­ბი­ან ხო­მალ­დის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში და შემ­დეგ მო­ემ­ზა­დე­ბი­ან ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი ფრე­ნის­თვის. კაფ­სუ­ლა ღა­მით გაფ­რინ­დე­ბა, რაც ბორტზე მყო­ფებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და­ი­ნა­ხონ დე­და­მი­წის მრუ­დი და ატ­მოს­ფე­როს თხე­ლი ლურ­ჯი ხაზი. Virgin Galactic-ის კოს­მო­სუ­რი ფრე­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 90 წუ­თი­დან ორ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და, ხოლო Blue Origin-ის სა­რა­კე­ტო ფრე­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლეა - და­ახ­ლო­ე­ბით 11 წუთი. იხილეთ სრულად

myquiz