უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც დედამიწის ნახვა კოსმოსიდან სურს - რა ეღირება კოსმოსური ხომალდის ბილეთები სტრატოსფეროს მიმართულებით | Allnews.Ge

უნიკალური შესაძლებლობა მათთვის, ვისაც დედამიწის ნახვა კოსმოსიდან სურს - რა ეღირება კოსმოსური ხომალდის ბილეთები სტრატოსფეროს მიმართულებით

ფლო­რი­და­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა სტარ­ტაპ კომ­პა­ნია Space Perspective-მა ახა­ლი სა­ტეს­ტო კაფ­სუ­ლა წარ­მო­ად­გი­ნა. ეს არის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ­თვის, ვი­საც დე­და­მი­წის ნახ­ვა კოს­მო­სი­დან სურს.

რას წარ­მო­ად­გენს კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, სა­ხე­ლად "ნეპ­ტუ­ნი"?

"ნეპ­ტუ­ნი" რა­კე­ტე­ბის ნაც­ვლად, უშ­ვე­ლე­ბე­ლი ბურ­თის წყა­ლო­ბით შეძ­ლებს მგზავ­რე­ბის სტრა­ტოს­ფე­რო­ში გა­დაყ­ვა­ნას. კომ­პა­ნი­ის თქმით, ხო­მალ­დი ოპე­რი­რე­ბას მო­მა­ვა­ლი წლი­დან და­ი­წყებს და ბორტზე 8 მგზავრს უმას­პინ­ძლებს.

Space Perspective-ის მტკი­ცე­ბით, "ნეპ­ტუ­ნი" ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შექ­მნილ მოქ­მედ კოს­მო­სურ ხო­მალ­დებს შო­რის ზო­მით ყვე­ლა­ზე დი­დია (გარ­და ისე­თი კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რე­ბი­სა, რო­გო­რიც ISS-ია). მათ გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ "ნეპ­ტუ­ნი" რი­გით მე­სა­მე კო­მერ­ცი­უ­ლი სუ­ბორ­ბი­ტა­ლუ­რი ხო­მალ­დია, რო­მე­ლიც ოდეს­მე აშე­ნე­ბუ­ლა: "ამ კოს­მო­სუ­რი კაფ­სუ­ლის მსგავ­სი მსოფ­ლი­ოს არა­ფე­რი უნა­ხავს. გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მომსწრე­ნი ვხდე­ბით, არა მხო­ლოდ კოს­მო­სის ჩვე­ნე­ბუ­რი აღ­ქმა იც­ვლე­ბა, არა­მედ ისიც, თუ რას წარ­მო­ვიდ­გენთ, როცა კოს­მო­სურ ხო­მალ­დზე ვფქ­რობთ",- გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ტა­ბერ მა­კკა­ლუმ­მა გან­ცხა­დე­ბა­ში.

65da1ce36080194819f9fa05-81034-1708927306.jpg

მას შემ­დეგ , რაც "ნეპ­ტუ­ნი" კო­მერ­ცი­ულ ოპე­რი­რე­ბას და­ი­წყებს, მას­ში ერ­თდრო­უ­ლად 8 მგზავ­რი­სა და კა­პიტ­ნის ჩას­ხდო­მა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც კომ­პა­ნი­ის თქმით, რე­კორ­დუ­ლი ციფ­რია. Space Perspective გეგ­მავს, რომ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი სა­ტეს­ტო ფრე­ნე­ბი წლის ბო­ლომ­დე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ხოლო კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბი იმ 1750 ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლებ­საც უკვე შე­ძე­ნი­ლი აქვთ ბი­ლე­თე­ბი, 2025 წლი­დან და­ი­წყე­ბა. იხილეთ სრულად