კოლონიები მარსზე, მცურავი სახელმწიფო- რის აშენებას გეგმავენ მილიარდერები?
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს საკმაოდ მასშტაბური და ხშირად არაორდინალური გეგმები აქვთ. მათ შორის არის მომავლის ქალაქების მშენებლობა, რომელიც მხოლოდ დედამიწაზე არ იგეგმება.
საინტერესოა, როგორი იქნება ქალაქები 50 წლის შემდეგ? წარმოგიდგენთ რამდენიმე დაგეგმილ პროექტს:
ილონ მასკი: Snailbrook
ილონ მასკი ბოლო დროს დაკავებულია SpaceX-ისა და The Boring Company-ის თანამშრომლებისთვის ახალი ქალაქის, Snailbrook-ის განვითარებით.
დასახლება დაფუძნებულია ოსტინის მახლობლად, ტეხასის შტატში, სადაც მასკის ავტომობილების კომპანია Tesla 2021 წლიდან ფუნქციონირებს. წყაროები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ამ ამბიციური პროექტისთვის 3500-დან 6000 ჰექტარამდე მიწა მოიპოვა და ახლა ქარხნებისა და ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს.
ოსტინის გარეთ, 56კმ-ით მოშორებით მდებარე Snailbrook ამჟამად მოიცავს მხოლოდ 12 სახლს და გარე დასასვენებელ ზონას.
მასკმა ახლახან გამოაქვეყნა გეგმები Project Amazing - ფაზა I. ისინი ცხადყოფენ, რომ Snailbrook-ში იქნება ქუჩები The Boring Company-ის თემატური სახელებით, როგორიცაა Boring Boulevard, Waterjet Way და Cutterhead Crossing, ასევე 110 ცალკეული სახლი და სკოლა.
Snailbrook მიზნად ისახავს თავის მომავალ მოქალაქეებს მიაწოდოს ხელმისაწვდომი ქირა ოსტინთან შედარებით. სახლები სავარაუდოდ თვეში მხოლოდ 800 დოლარი ეღირება. როდესაც Zillow-ის მიხედვით, ოსტინში საშუალო თვიური ქირა არის 2,150 დოლარი.
ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ Snailbrook შეიძლება განვითარდეს აყვავებულ უტოპიურ ქალაქად, რომელიც განასახიერებს მასკის ფუტურისტულ ხედვებს მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.
ილონ მასკი: მარსის კოლონია
მასკის ამბიციები დედამიწასაც კი სცილდება: 2050 წლისთვის ის აპირებს შექმნას მარსის თვითშენარჩუნებადი კოლონია ერთი მილიონი ადამიანისთვის.
SpaceX-ს სურს გამოიყენოს კომპანიის Starship-ის თანამგზავრები მგზავრებისა და ტვირთის წითელ პლანეტაზე გადასაზიდად.
მასკმა აღიარა, რომ მარსის პირველი მცხოვრებლებისთვის ცხოვრება "რთული" და "საშიში" იქნება და აღიარა კიდეც, თუმცა იმედოვნებს, რომ თავგადასავლების სიყვარული გაბედულ მკვლევარებს რისკზე წასვლისკენ უბიძგებს. პირველ კოლონისტებს დაევალათ ისეთი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემები და ჰაბიტატები.