ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტები და ელექტრომანქანები - რა ტექნიკურ სიახლეებს უნდა ველოდოთ 2024 წლისთვის? | Allnews.Ge

ხელოვნური ინტელექტი, ჰუმანოიდი რობოტები და ელექტრომანქანები - რა ტექნიკურ სიახლეებს უნდა ველოდოთ 2024 წლისთვის?

2023 წელი ტექნოლოგიურ სამყაროში მსოფლიოს დაამახსოვრდება, როგორც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის წელი, როდესაც AI-ს მიეცა იმის საშუალება, რომ პირველად შეექმნა კომპიუტერული კოდები, დაეწერა ესსეები, დაეხატა ნებისმიერი სახის ნახატები და ა.შ.

ამ მიმართულებით, მეტად მნიშვნელოვანი იყო ChatGPT, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში 2022 წლიდან ლიდერობს და მას უკვე მხარს უჭერს ისეთი მსხვილი და გლობალური კომპანია, როგორიცაა Microsoft-ი.

აღსანიშნავია Google-ის მიერ შექმნილი ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი - Gemini – AI, რომელიც 2024 წლიდან ინტეგრირებული იქნება Google-ის პროდუქტებში, მათ შორის, მის ჩატბოტსა და საძიებო სისტემაში. BBC-ის ინფორმაციით კი, Gemini აჯობებს ChatGPT-ის ამჟამინდელ ვერსიას.

მიმდინარე წლის ნოემბერში, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის გამართულ კონფერენციაზე, OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა თქვა, რომ 2024 წლიდან, თავისი პროგრამული უზრუნველყოფის უფრო მძლავრ ვერსიას ვიხილავთ.

ასევე გაიზარდა ინვესტიციები 2023 წელს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. PitchBook-ის მიხედვით, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა ფირმებმა 21.4 მილიარდი დოლარი დახარჯეს გენერაციული ხელოვნური ინტელექტების განვითარებასა და ახალი პროექტების განხორციელებაში, ეს მაჩვენებელი 2022 წელს კი 5.1 მილიარდი დოლარი იყო, აქედან გამომდინარე, 2024 წლისთვის მეტად პოზიტიური მოლოდინებია.

დადებითი მოლოდინების მიუხედავად, CCS Insight-ის მთავარი ანალიტიკოსი, ბენ ვუდი ამბობს, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტისთვის, 2024 წელი ერთგვარი „ცივი შხაპი“ იქნება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს შექმნილმა აჟიოტაჟმა და ეიფორიამ მრავალი დაბრკოლება წამოწია წინა პლანზე, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელოვნური ინტელექტის გარშემო შექმნილ ბუმს შეანელებს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნა და ჩაშვება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ის ასევე მოითხაოვს უამრავ გამოთვლით ძალას, რესურსსა და ძვირად ღირებულ კომპიუტერულ ჩიპებს, რომლებიც თავის მხრივ, დეფიციტშია. აქედან გამომდინარე, ამ ხარჯების შესამცირებლად, ექსპერტის აზრით, ზოგიერთი AI გადავა ჰიბრიდულ სისტემებზე, სადაც დამუშავების ნაწილი მოხდება ადგილობრივად - მომხმარებლების ლეპტოპებსა და ტელეფონებზე. ასევე, ბენ ვუდი არ გამორიცხავს, რომ ახალმა მოსალოდნელმა რეგულაციებმა და სამართლებრივმა ბრძოლებმა გენერაციული ხელოვნური ინტელექტების მიმდინარე მანია შესაძლოა, შეამსუბუქოს.

ელექტრო მანქანები

2024 წელი, ექსპერტთა აზრით, მწარმოებლებისთვის კიდევ ერთი რთული წელი იქნება. 2023 წლის ბოლოს, Ford-მა, GM-მა და Tesla-მ, ელექტრო მანქანების წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერეს. ოქტომბერში, Mercedes-Benz-მა ელექტრომობილების ბაზარს „სასტიკი“ უწოდა და თამამად ისაუბრა მიწოდების ჯაჭვის პრობლემებსა და ჩინურ კომპანიებთან არსებულ „ფასების ომზე“.

აღნიშნული პრობლემების გამო, ანალიტიკოსები სიტუაციის გამარტივებას არ ელიან. მათიას შმიდტი, ევროპის ავტობაზრის ანალიტიკოსი თვლის, რომ 2024 წელს, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვების სტაგნაცია მოხდება. ისეთ ძლიერ ბაზრებზე, როგორიცაა გერმანია და ნორვეგია, თითმის არ იქნება არანაირი ზრდა. იხილეთ სრულად

myquiz