ვინ არის ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი? | Allnews.Ge

ვინ არის ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი?

ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მა 17 ნოემბრიდან ხუთი დღის განმავლობაში სამი გენერალური დირექტორი გამოიცვალა, ვიდრე საბოლოოდ გამოაცხადებდა, რომ სემ ალტმანი, რომელიც დირექტორთა საბჭომ 17 ნოემბერს გაათავისუფლა, თანამდებობაზე აღადგინეს. მედიამ ტელესერიალის მსგავსი ეს მოვლენა ბატონი ალტმანის „მენეჯერული შესაძლებლობების იდეალურ ილუსტრაციად“ შეაფასა.

ვინ არის სემ ალტმანი, რომელმაც მსოფლიოს ChatGPT აჩუქა?!

ალტმანის „პირმშო“

ChatGPT-ს (Generative Pre-trained Transformer), ანუ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მქონე ჩატბოტს დიალოგის რეჟიმში მუშაობა და შეკითხვის მხარდაჭერა შეუძლია. სისტემა სხვადასხვა სფეროს საკითხებზე კითხვებს პასუხობს და სხვადასხვა ენაზე ქმნის ტექსტებს. ამასთან, მნიშვნელოვანი მახასიათებელია პროგრამირების სხვადასხვა ენაზე მოთხოვნილი პროგრამების გენერირების შესაძლებლობა.

ChatGPT 2022 წლის 30 ნოემბერს ჩაეშვა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში Reuters შვეიცარულ ჰოლდინგ UBS-ზე დაყრდნობით წერდა, რომ 2 თვეში ჩატბოტის აქტიური მომხმარებლების აუდიტორიამ 100 მლნ ადამიანს მიაღწია. ამით აპლიკაციამ ვიზიტორების ზრდის ისტორიული რეკორდი მოხსნა. ამასთან, ამავე წლის იანვრის ბოლოს Microsoft-მა ლაბორატორია OpenAI-ში მრავალწლიანი და მრავალმილიარდიანი ინვესტირების შესახებ გამოაცხადა. Microsoft-მა მაშინ კონკრეტული თანხა არ დაასახელა, თუმცა Bloomberg-მა გაარკვია, რომ ეს შესაძლოა, დაახლოებით, 10 მლრდ დოლარი ყოფილიყო.

მილიონერი გიკი

გიკებად (Geek) თანამედროვე ტექნოლოგიებით, კერძოდ, კომპიუტერებითა და გაჯეტებით გატაცებულ ადამიანებს მოიხსენიებენ. სემ ალტმანიც გიკია. ბავშვობიდან მისი კერპი სტივ ჯობსი იყო. რვა წლის ასაკში სემს თავისი პირველი კომპიუტერი, Apple Macintosh აჩუქეს. როგორც ყველა გიკი, ის არასდროს ყოფილა კომუნიკაბელური, ოღონდ, არა შიშის ან მორცხვობის გამო, არამედ ადამიანების დიდი უმრავლესობა მისთვის, უბრალოდ, უინტერესოა. ამას დღემდე ვერ მალავს, თუმცა არც ცდილბს, რომ დამალოს.

სემმა, რომელიც მდიდარი ებრაული ოჯახიდანაა, ბრწყინვალე განათლება მიიღო. მან ჯონ ბეროუზის სკოლა დაამთავრა, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ სკოლის კურსდამთავრებული ათობით ცნობილი ამერიკელია, მათ შორის, კინოვარსკვლავები, ბიზნესმენები და სპორტსმენები. სემმა სწავლა სტენფორდში, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გააგრძელა.

მისი კერპის, სტივ ჯობსის მსგავსად, სემმა გადაწყვიტა, რომ უმაღლესი განათლება, უბრალოდ, არ სჭირდებოდა და ორწლიანი სწავლის შემდეგ მან სტენფორდი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად დატოვა. იხილეთ სრულად

myquiz