სწრაფი, მაგრამ ძვირი - რა ღირს საქართველოში და როგორ დავუკავშირდეთ Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს?
1-ლი ნოემბრიდან ინტერნეტის გლობალური ქსელი Starlink-ი უკვე საქართველოშია. ინფორმაცია ამის შესახებ მილიარდერმა ილონ მასკმა , X-ზე (ყოფილ "ტვიტერზე") გაავრცელა.
“Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში“ - აღნიშნულია მასკის ოფიციალურ ანგარიშზე, სადაც მითითებული ბმულიდან Starlink-ის ოფიციალურ გვერდზე გადავდივართ.
starlink.com/map-ის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, სადაც მასკის ინტერნეტი უკვე ოფიციალურად, ხარვეზების გარეშე არის ხელმისაწვდომი. საქართველო 64-ე ქვეყანაა, რომელსაც კომპანიის საქმიანობის ლიცენზია აქვს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტი ამუშავდა ზამბიაში, ბაჰამის კუნძულებზე, მალავიში, მალაიზიაში, კენიაში, გვატემალაში და სხვა შორეულ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ “ Starlink-ის ინტერნეტს ჯერ კიდევ ელიან თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ.
საქართველოში Starlink-ის შემოსასვლელად მზადება ჯერ კიდევ გასულ, 2022 წელს დაიწყო. 14 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ეკატერინე იმედაძე SpaceX-ის წარმომადგენელს შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისში მასკის შვილობილ კომპანიის - Starlink Georgia-ს ოფისი გაიხსნებოდა.
“ერთთვიანი შესვენების შემდეგ Starlink გაფართოებულად დაბრუნდა და ის ახლა საქართველოში ამოქმედდა“- წერს starlinkinsider, რომელიც მომსახურებას, ჩვენს ქვეყანაზე მორგებულ ფასებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც მიმოიხილავს.
რა ღირს საქართველოში Starlink-ით სარგებლობა?
ინტერნეტის Residential package, ანუ სტანდარტული პაკეტის საფასური ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
საქართველოში აღნიშნული პაკეტის ღირებულება თვეში დაახლოებით 160 ლარი ღირს.
ამას გარდა, მოგიწევთ ერთჯერადი ხარჯის გაწევაც: 2015 ლარის ღირებულების (745 აშშ დოლარი) თანამგზავრული თეფშის სამაგრის, თეფშისა და ინტეგრირებული Wi-Fi როუტერის შეძენა.
მაგალითისთვის, სტანდარტული პაკეტის ღირებულება კანადის ჩრდილოეთით თვეში დაახლოებით 158 კანადური დოლარი ღირს. ნიგერიაში თვიური გადასახადი 42 დოლარია, მექსიკაში - 59 აშშ დოლარი და ა.შ. იხილეთ სრულად